კატეგორია: მსოფლიო

ტერაქტის შემდეგ ირანმა სამი ევროპული ქვეყნიდან ელჩები გაიწვია

ტერაქტის შემდეგ ირანმა სამი ევროპული ქვეყნიდან ელჩები გაიწვია

ირანის ხელისუფლებამ 22 სექტემბერს მომხდარ ტერაქტშისპარსეთის ყურის ქვეყნები დაადანაშაულა. სპარსეთის ყურის ქვეყნებს აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის მარიონეტები უწოდა. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თქვა, რომ გარე ძალები ირანის დესტაბილიზაციას ცდილობენ. ირანმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ნიდერლანდებიდან, დანიასა და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გაიწვია. საგარეო უწყების განცხადებით, ეს ქვეყნები იმ პირების დაკავებას აფერხებენ, რომელთაც ირანი ტერორისტებად მიიჩნევს, […]

„დღეს ბანერებით, ხვალ კი ავტომატებით“ – მასობრივი აქცია რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ

„დღეს ბანერებით, ხვალ კი ავტომატებით“ - მასობრივი აქცია რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ

„დღეს ბანერებით, ხვალ კი ავტომატებით“ – ასეთი შეძახილები ისმის რუსეთის დედაქალაქში. მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოსკოვში დემონსტრაცია სახაროვის მოედანზე მიმდინარეობს და მასში ათი ათასამდე ადამიანია ჩართული. აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორი სერგეი უდალცოვია. „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი ამბობს, რომ მანიფესტაციაში 50 ათასი ადამიანი მონაწილეობს. უფლებადამცველების თქმით, აქციას ექსცესების […]

ნიუ-იორკში 52 წლის ქალმა საბავშვო ბაღში 5 ადამიანი დაჭრა, რომელთაგან 3 ბავშვია

ნიუ-იორკში 52 წლის ქალმა საბავშვო ბაღში 5 ადამიანი დაჭრა, რომელთაგან 3 ბავშვია

ნიუ-იორკში დანით შეიარაღებული 52 წლის ქალი საბავშვო ბაღს დაესხა თავს, დაჭრილია სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC-ს ნიუ-იორკის პოლიციაში განუცხადეს. შემთხვევა ქუინსის რაიონში მოხდა. ბავშვების ასაკი უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი, 52 წლის ქალი, პოლიციამ საბავშვო ბაღის სარდაფში დააკავა. თავდასხმის […]

19 წლის მომღერალს „თავის მოჭრით“ ემუქრებიან

19 წლის მომღერალს „თავის მოჭრით“ ემუქრებიან

ახალგაზრდა ყირგიზი მომღერალი ქალის მუსიკალური კლიპი ინტერნეტში დიდი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. 19 წლის ზერე ასილბეკს, რომელიც თავის სიმღერის „გოგო“ ვიდეორგოლში ბიუსტჰალტერით გამოჩნდა, ყირგიზი ქალის იმიჯის შეურაცხყოფის გამო „თავის მოჭრით“ ემუქრებიან. ეს ზერეს პირველი სიმღერაა, რომელიც 2 თვის წინ გამოვიდა, თუმცა აქტუალური ვიდეორგოლის გამოსვლის შემდეგ გახდა. ზერე ასილბეკი მღერის იმაზე, რომ არავინ არ უნდა მიუთითოს ქალებს […]

რისთვის ჩადის პუტინი ბაქოსა და ერევანში?

რისთვის ჩადის პუტინი ბაქოსა და ერევანში?

“ახალი თაობა” წერდა, რომ რუსეთის ფედერაცია საგრძნობლად გააქტიურდა სამხრეთ კავკასიაში – მარტო სექტემბერში, ერთმანეთის მიყოლებით, რუსეთში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერი. 25 სექტემბერს კრემლის მეთაური თავად ეწვევა კავკასიას. პუტინი ამ დღეს ბაქოში ჩავა, შემდეგ კი ერევანშიც გადაფრინდება. ითქმება თუ არა სადაო მთიან ყარაბაღზე ახალი ამ ვიზიტისას, უცნობია. მიმომხილველების აზრით, პუტინს რთული შეხვედრა ნიკოლ პაშინიანთან […]

ტრამპი ესპანეთის მთავრობას საჰარის გასწვრივ კედლის აშენებას სთავაზობს

ტრამპი ესპანეთის მთავრობას საჰარის გასწვრივ კედლის აშენებას სთავაზობს

დონალდ ტრამპი ესპანეთის მთავრობას საჰარის გასწვრივ კედლის  აშენრბას სთავაზობს.  მისი თქმით, ამით ევროპაში მიგრანტების შედინებას ხელი შეეშლება. ივლისის ბოლოს მაროკოდან ესპანეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 600 აფრიკელი მიგარანტი შევიდა . შეგახსნებთ, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო ამერიკა – მექისიკის საზღვარზე კედლის აშენება.

„სექსი ღმერთის საჩუქარია”- რომის პაპი

„სექსი ღმერთის საჩუქარია"- რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ სექს და სექსუალობას „ ღმერთის საჩუქარი და არა ტაბუ“ უწოდა. ამის შესახებ მან საფრანგეთში ახალგაზრდებთან შეხვედრისას ისაუბრა. „სექსი და სექსუალობა – ეს ღმერთის საჩუქარია და არა ტაბუ. მას ორი მიზანი აქვს- სიყვარული და ახალი სიცოცხლის შექმნა. ნამდვილი სიყვარული ვნებიანია. მამაკაცსა და ქალს შორის არსებულ ვნებიან სიყვარულს კი ისინი უკვდავებამდე მიჰყავს. სიყვარულს ეძლევიან […]

ისრაელი – ”რუსული თვითმფრინავი ასადის რეჟიმმა ჩამოაგდო”

მიმდინარე წელს ისრაელში შესვლაზე საქართველოს 861 მოქალაქეს ეთქვა უარი

ისრაელი რუსული თვითმფრინავი ИЛ-20-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სირიის რეჟიმს აკისრებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაშია ნათქვამი. „ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის დაღუპვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოგდებული იყო სირიის მიერ. სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე ასადის რეჟიმს ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში. ისრაელის თავდაცვით ძალებში ასევე აღნიშნეს, რომ გუშინ საღამოს ისრაელის ავიაციამ რეიდი განახორციელა სირიაში მდებარე ობიექტებზე, რომელშიც […]

რუსეთი აღიარებს, რომ თვითმფრინავი ასადის რეჟიმმა ჩამოუგდო, თუმცა საპასუხო ზომებით ისრაელს ემუქრება

რუსეთი აღიარებს, რომ თვითმფრინავი ასადის რეჟიმმა ჩამოუგდო, თუმცა საპასუხო ზომებით ისრაელს ემუქრება

რუსული Ил-20, რომელიც ფრენას ხმელთაშუა ზღვის თავზე ასრულებდა, სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ისრაელის ბომბდამშენები გახდნენ, რომლებიც შეტევას ლატაკიის პროვინციაზე ახორციელებდნენ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 რუსი სამხედრო დაიღუპა. „ისრაელელი მფრინავები რუსულ თვითმფრინავს იყვნენ ამოფარებულები და ის სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების […]

თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა – დაიღუპა 7, დაშავდა 28 ადამიანი

თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა - დაიღუპა 7, დაშავდა 28 ადამიანი

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ავარიას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. შემთხვევა აფიონ-ყარაჰისარის პროვინციაში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ჯერ დაუდგენელი მიზეზით გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. იმედინიუსი