თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ავარიას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
შემთხვევა აფიონ-ყარაჰისარის პროვინციაში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ჯერ დაუდგენელი მიზეზით გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
იმედინიუსი