კატეგორია: მსოფლიო

საუდის არაბეთში ქალი პირველად დაინიშნა ბანკის მმართველად – ლუბნა ალ ოლაიანის ბანკის კაპიტალი $17.2 მილიარდია

ლუბნა ალ ოლაიანი პირველი ქალია საუდის არაბეთში, რომელიც ბანკს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ BBC წერს. ის ორი ბანკის, Saudi British Bank-სა და Alawwal Bank-ის გაერთიანების შემდეგ შექმნილ ახალ ბანკს მართავს. ბანკის კაპიტალი $17.2 მილიარდია. ლუბნა ოლაიანი  Forbes-ის მიერ   ბოლო რამდენიმე წელია, არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიან  ქალად სახელდება, მისი ოჯახის მფლობელობაშია „Olayan Group-ი“, რომლის  კაპიტალიც 8 მილიარდ […]

ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა

ინტერპოლის პრეზიდენტის მენ ჰუნვეის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო Europe 1 იუწყება. მისივე ინფორმაციით, 64 წლის მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს ჩინეთში გამგზავრების შემდეგ არ გამოდის კავშირზე. მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს საფრანგეთის ქალაქ ლიონში მცხოვრებმა მისმა მეუღლემ აცნობა. მენ ჰუნვეის მივლინების მიზნების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი. აღსანიშნავია, რომ მენ ჰუნვეი […]

რუსეთის გენპროკურორის მოადგილე კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა

რუსეთში, კოსტრომის ოლქში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე სააკ კარაპეტიანი დაიღუპა. ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნია 3 ცხედარი, თუმცა მათი ვინაობა ჯერ არ სახელდება. ვარაუდობენ რომ კერძო ვერტმფრენის მგზავრები სანადიროდ მიდიოდნენ, კატასტროფის მიზეზი კი რთული მეტეოპირობები გახდა.

ვრცელდება კადრები თუ როგორ ააფეთქეს ზახარჩენკო – ვიდეო

ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ააფეთქეს დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. მეთაური ზახარჩენკო. როგორც წყარო ამბობს, ეს არის ვიდეო, რომელიც აქამდე მხოლოდ კრიმინალურ ექსპერტებს ჰქონდათ ნანახი. დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. მეთაურის დაღუპვასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციაზე განაცხადა, რომ ეს არის კრემლის მცდელობა, დაფაროს თავისი ქმედებები. – ასეთია ოფიციალური კიევის პოზიცია, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს […]

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1.200-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1.200-ს გადააჭარბა, კიდევ 2.000-მდე ადამიანი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდეს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა. ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველოს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება 16 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, ჰუმანიტარულ დახმარებას კი 2,4 მილიონი ადამიანი საჭიროებს. შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, ქალაქ პალუს მახლობლად 28 […]

მაკედონიაში რეფერენდუმი ჩაიშალა

30 სექტემბერს მაკედონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელზეც მოსახლეობას ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, როგორც Euronews-ი იუწყება, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო რეფერენდუმი ვერ შედგა. კერძოდ, პლებისციტზე აქტივობამ მხოლოდ 34% შეადგინა, კონსტიტუციის თანახმად კი, ეს მაჩვენებელი 50%-მდე უნდა იყოს. მედიის ცნობით, რადგან რეფერენდუმი მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა, ხელისუფლება ქვეყნისთვის სახელის გადარქმევაზე უარს არ იტყვის. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ […]

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 832-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 832-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველო ავრცელებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 420-ს შეადგენდა. კუნძულ სულავესიზე, ქალაქ პალუს მახლობლად 28 სექტემბერს 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის, რამდენიმე საათში კი კიდევ ერთი, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია. დაზარალებულთათვის ინდონეზიის მთავრობამ […]

ტრამპი კიმ ჩენ ინზე – “ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სინგაპურში გამართული მოლპარაკებების დროს მას და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს „ერთმანეთი შეუყვარდათ“. „მე მომწონს ის და მასაც მოვწონვარ. მგონი, ეს კარგია და მე მაქვს ამის თქმის უფლება. მე მკაცრი ვიყავი, თუმცა არც ის მითმობდა. ასე ვტრიალებდით წრეზე. შემდეგ კი ერთმანეთი შეგვიყვარდა. მან ლამაზი წერილები მომწერა“, – განაცხადა ტრამპმა […]

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამსახური ავრცელებს. აქამდე 384 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 540 ადამიანს შეადგენს. შეგახსენებთ, 28 სექტემბერს ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუს სანაპიროებთან ცუნამი გამოიწვია. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში ძლიერი ტაიფუნი ჩამოყალიბდა, […]

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, მომხდარი მიწისძვრისა და წარმოქმნილი ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48 ადამიანამდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 356-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ინდონეზიის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. გუშინ ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუს სანაპიროებთან ცუნამი გამოიწვია. პირველადი ინფორმაციით, დაღუპული იყო 30 და 12 – დაშავებული. მიწისძვრის შედეგად,  წყნარ ოკეანეში ძლიერი ტაიფუნი […]