29 მაისს კიევში მოკლეს რუსეთიდან უკრაინაში გაქცეული ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო. მკვლელობა ჟურნალისტის სახლში მოხდა. მკვლელმა ბაბჩენკოს მაშინ ესროლა, როდესაც ბაბჩენკომ ბინის კარი გააღო. მომხდარის შესახებ პოლიციას ჟურნალისტის მეუღლემ აცნობა. ბაბჩენკო სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგიათ, ვარაუდობენ, რომ მკვლელს მაყუჩი ჰქონდა. არკადი ბაბჩენკო მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად გაზეთ “მოსკოვსკი კომსომოლეცში”, თანამშრომლობდა […]
კატეგორია: მსოფლიო
არალეგალი მიგრანტი პარიზში, ქუჩიდან მეოთხე სართულზე აცოცდა და ბავშვი გადაარჩინა
პარიზში, 22 წლის ბიჭმა, მამუდუ გასამამ, მეოთხე სართულის აივნიდან ჰაერში დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს. ვიდეო შაბათს, საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე. „შიშზე არ ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა ჰაერში […]
ერთ დღეში მომხდარი 270 მიწისძვრა ჰავაიზე და გამძვინვარებული ვულკანი
ჰავაიზე ერთ დღეში 270 მიწისძვრა დაფიქსირდა, აღნიშნულმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. ჰავაის ერთ-ერთი უდიდესი ვულკანი მოქმედებას განაგრძობს, კუნძული ვულკანის ლავასა და ფერფლს აქვს დაფარული. კუნძულზე სამი კვირაა კილაუას მთიდან ლავა იფრქვევა და სპეციალისტები პრგნოზს ვერ აკეთებენ თუ როდის შეწყვეტს ვულკანი მოქმედებას. ინტერნეტ სივრცეში გასაოცარი ფოტოები ვრცელდება, სადაც ასახულია კუნძულზე არსებული სიტუაცია.
”ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი!” – რამ გააბრაზა ისრაელის მინისტრი
– ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი, – ასე გამოეხმაურა ისრაელის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრი იუვალ შტაინიცი ევროკავშირის მოთხოვნას ხაიფაში გამართული არაბების საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით. – ეს ევროკავშირის მხრიდან ფარისევლობისა და ბოღმის მწვერვალია. ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი. ეს ის ევროკავშირია, რომელიც ირანს ეპირფერება და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გამკლავებაში ეხმარება, – განაცხადა იუვალ შტაინიცმა. მისივე […]
პრინც უილიამის გვერდით სკამი ცარიელი დარჩა – შვილმა დედას, ლედი დიანას, პატივი მიაგო
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ჯვრისწერა დღეს მსოფლიო მოვლენა გახლდათ, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეში იგრძნობოდა, ჯვრისწერის ცერემონილას დაახლოებით მილიარდამდე ადამიანმა უყურა. მაყურებლის ყურადღება მიიპყრო ტაძარში პრინცი უილიამის გვერდით ცარიელმა სკამმა. სურათზე ჩანს, რომ პრინცისგან მარცხნივ მამამისი, პრინცი ჩარლზი ზის, მისგან მარჯვნივ კი სკამი ცარიელია. ვრცელდება მოსაზრება, რომ ამ ჟესტით პრინცმა უილიამმა გარდაცვლილ დედას, ლედი დიანას […]
სამეფო წყვილის პირველი კოცნა – პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ჯვარი დაიწერეს
ახლადდაქორწინებული სამეფო წყვილის პირველი კოცნა – ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ერთმანეთს წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს კიბეებზე აკოცეს. წყვილს ტაძრის ეზოში შეკრებილი სტუმრები ოვაციით შეხვდნენ. პირველი კოცნის შემდეგ პრინცი ჰარი და მისი მიუღლე ღია ეტლში ჩასხდნენ და უინძორის ისტორიულ ქუჩებში გაისეირნეს. ისინი ქუჩაში გამოსულ ათასობით თაყვანისმცემელს ხელს უქნევდნენ და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდნენ. […]
“დავიბადე, რომ მოვკლა” – ბერძენმა მოსწავლემ ამერიკულ სკოლაში 10 ადამიანი მოკლა
ტექსასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში, სანტა ფეში 17 წლის ბერძენმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. მისი სახელია დიმიტრის პაგურძისი. სროლის შედეგად დაიღუპა 10 ბავშვი, ხოლო 12 დაშავებულია. პოლიციას სკოლაში შესვლისას სისხლის ტბა დახვდა. როგორც ამერიკული და ბერძნული მედია იუწყება, 17 წლის დამნაშავემ სკოლაში შეჭრამდე სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, სადაც აცვია მაისური წარწერით, “დავიბადე, რომ მოვკლა.” როგორც ჩანს, მას […]
კუბაში ჰავანასთან სამგზავრო ბოინგი ჩამოვარდა
კუბის სახელმწიფო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი „ბოინგ 737“ ჩამოვარდა და აფეთქდა ჰავანის ხოსე მარტის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან მალევე. ლაინერი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, ჰავანადან გაიანას მიმართულებით მიფრინავდა. ჯერჯერობით მსხვერპლის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თელ-ავივის აეროპორტთან ცეცხლი გაჩნდა
ისრაელში, თელ-ავივის აეროპორტთან გაჩენილი ხანძრის გამო ავიარეისების განრიგი შეიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. დავიდ ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ცეცხლი ბალახს გაუჩნდა, რის გამოც აეროპორტის ხელმძღვანელობას ფრენების განრიგის კოორდინირება სახანძრო სამსახურთან უწევს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელში სიცხე და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, რაც ბუნებრივი ხანძრების გაჩენას უწყობს ხელს.
ბერლუსკონი: ”მზად ვარ, იტალიის პრემიერი გავხდე”
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ფორცა, იტალიას“ ლიდერი 81 წლის სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ მზად არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს, თუ პრეზიდენტი სერჯიო მატარელა პარლამენტს მის კანდიდატურას წარუდგენს. – მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის მანდატი მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციას უნდა მიეცეს, რათა მათ საკუთარი პროგრამა წარმოადგინონ. ჩვენ შევძლებთ ხმათა უმრავლესობის მიღებას და დიდი ხნით მოვალთ მთავრობაში, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. […]










