არალეგალი მიგრანტი პარიზში, ქუჩიდან მეოთხე სართულზე აცოცდა და ბავშვი გადაარჩინა

არალეგალი მიგრანტი პარიზში, ქუჩიდან მეოთხე სართულზე აცოცდა და ბავშვი გადაარჩინაპარიზში, 22 წლის ბიჭმა, მამუდუ გასამამ, მეოთხე სართულის აივნიდან ჰაერში დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს.

ვიდეო შაბათს, საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე.

„შიშზე არ ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა ჰაერში გამოკიდებული ბავშვი დავინახე, მიყვარს პატარები და არ დავუშვებდი მას რამე დამართნოდა. ბავშვის ასეთ სიტუაციაში დანახვამ მომცა ძალა შიშველი ხელებით იქამდე ასვლის, არ ვიცი ეს როგორ მოხდა, უბრალოდ, მინდოდა გადამერჩინა,“ – უთხრა მამუდუ გასამამ ფრანგულ გამოცემა LE FIGARO-ს.

https://www.youtube.com/watch?v=zt6Nerktik8