ტექსასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში, სანტა ფეში 17 წლის ბერძენმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. მისი სახელია დიმიტრის პაგურძისი. სროლის შედეგად დაიღუპა 10 ბავშვი, ხოლო 12 დაშავებულია. პოლიციას სკოლაში შესვლისას სისხლის ტბა დახვდა. როგორც ამერიკული და ბერძნული მედია იუწყება, 17 წლის დამნაშავემ სკოლაში შეჭრამდე სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, სადაც აცვია მაისური წარწერით, “დავიბადე, რომ მოვკლა.” როგორც ჩანს, მას […]
კატეგორია: მსოფლიო
კუბაში ჰავანასთან სამგზავრო ბოინგი ჩამოვარდა
კუბის სახელმწიფო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი „ბოინგ 737“ ჩამოვარდა და აფეთქდა ჰავანის ხოსე მარტის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან მალევე. ლაინერი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, ჰავანადან გაიანას მიმართულებით მიფრინავდა. ჯერჯერობით მსხვერპლის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თელ-ავივის აეროპორტთან ცეცხლი გაჩნდა
ისრაელში, თელ-ავივის აეროპორტთან გაჩენილი ხანძრის გამო ავიარეისების განრიგი შეიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. დავიდ ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ცეცხლი ბალახს გაუჩნდა, რის გამოც აეროპორტის ხელმძღვანელობას ფრენების განრიგის კოორდინირება სახანძრო სამსახურთან უწევს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელში სიცხე და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, რაც ბუნებრივი ხანძრების გაჩენას უწყობს ხელს.
ბერლუსკონი: ”მზად ვარ, იტალიის პრემიერი გავხდე”
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ფორცა, იტალიას“ ლიდერი 81 წლის სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ მზად არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს, თუ პრეზიდენტი სერჯიო მატარელა პარლამენტს მის კანდიდატურას წარუდგენს. – მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის მანდატი მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციას უნდა მიეცეს, რათა მათ საკუთარი პროგრამა წარმოადგინონ. ჩვენ შევძლებთ ხმათა უმრავლესობის მიღებას და დიდი ხნით მოვალთ მთავრობაში, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. […]
ცსს-ს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს
შეერთებული შტატების სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელად ჯინა ჰესპელი დაამტკიცა. მისი კანდიდატურის განხილვა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პატიმრების წამებაში მისი მონაწილეობასტან დაკავშირებით ეჭვების არსებობის ფონზე მიმდინარეობდა. ჰესპელი ტაილანდში ცსს-ს “საიდუმლო ციხეს” 2000 წლების დასაწყისში ხელმძღვანელობდა, სადაც პატიმრებს აწამებდნენ. ამ ისტორიამ ჰესპელს ხელი არ შეუშალა გამხდარიყო ცსს-ს დირექტორი.
ქალი, რომელმაც იტალიაში თავი მოიკლა, თეა ნიკოლეიშვილია
იტალიაში ქართველმა ემიგრანტის თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. იტალიაში მცხოვრებმა მზია ალადაშვილმა ფეისბუქში დაწერა: „დღეს იტალიის ქალაქ მარტინა ფრანკაში, სადაც ამჟამად ვიმყოფები, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ქართველმა ემიგრანტმა, თეა ნიკოლეიშვილმა. უზომოდ ვწუხვარ. ყველა შოკში ვართ“ – წერს მზია ალადაშვილი.
იტალიაში ქართველმა ემიგრანტმა ქალმა თავი მოიკლა
იტალიის ქალაქ მარტინა ფრანკაში მცხოვრებმა, 46 წლის ქართველმა ემიგრანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი ქართველი ქალის მეგობრები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მას ნერვული პრობლემები ჰქონდა. “კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი დაიღუპა უცხო მიწაზე. ვინ რა იცის რა პრობლემები ჰქონდა ამ ქალბატონს. უცხო მიწაზე სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება არის საშინელება,”- აცხადებს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი. პირველი
თურქეთმა ისრაელის ელჩი ქვეყნიდან გააძევა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანკარაში ისრაელის ელჩი დაიბარა და მას დროებით ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს. News Exicutive–ს ინფორმაციით, ისრაელის დიპლომატი თურქეთში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და მას ქვეყნის დატოვება უბრძანეს. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვართან იმ შეტაკებას უკავშირდება, რომლის შედეგად 61 პალესტინელი დაიღუპა, და 3 […]
ისრაელის საფეხბურთო კლუბს ტრამპის სახელი დაარქვეს
ისრაელის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო კლუბი იერუსალიმის „ბეითარი“აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პატივსაცემად სახელს შეიცვლის. საფეხბურთო კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ამიერიდან კლუბის სახელი იქნება „ბეითარ ტრამპი იერუსალიმი“. „საფეხბურთო კლუბი „ბეითარი“, როგორც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო, მოხარულია დააფასოს პრეზიდენტი ტრამპი მისი სიყვარულის და მხარდაჭერისთვის. კლუბის თავმჯდომარემ და მფლობელმა ელი ტაბიბიმ აღმასრულებელ დირექტორ ელი ოხანთან ერთად გადაწყვიტეს კლუბის სახელს აშშ-ს […]
პოლონელ დეპუტატებს ხელფასი 20%-ით შეუმცირდათ
პოლონეთის სეიმმა კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვით დეპუტატების ხელფასი 20%-ით შემცირდა. კანონპროექტს მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა 213 დეპუტატს არ მიუღია, მათ შორის იყვნენ ოპოზიციური ფრაქციები “სამოქალაქო პლატფორმა”, “ნოვოჩესნაია” და პოლონეთის გლეხთა პარტია. კანონპროექტმა ოპოზიციური დეპუტატების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კანონპროექტი პოლონეთის მმართველი პარტიის „უფლება და საართლიანობა“-ს მიერ მომზადდა. მისი მომზადების აუცილებლობა მას […]










