ცსს-ს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს

შეერთებული შტატების სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს  ხელმძღვანელად ჯინა ჰესპელი დაამტკიცა.

მისი კანდიდატურის განხილვა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პატიმრების წამებაში მისი მონაწილეობასტან დაკავშირებით ეჭვების არსებობის ფონზე მიმდინარეობდა. ჰესპელი ტაილანდში ცსს-ს “საიდუმლო ციხეს” 2000 წლების დასაწყისში ხელმძღვანელობდა, სადაც პატიმრებს აწამებდნენ. ამ ისტორიამ ჰესპელს ხელი არ შეუშალა გამხდარიყო ცსს-ს დირექტორი.