კატეგორია: მსოფლიო

დონალდ ტრამპი – აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა

დონალდ ტრამპი - აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ “ირანის ბირთვული შეთანხმებიდან” გამოვიდა. თავის გამოსვლაში ტრამპმა ირანი ბირთვული შეთანხმების დარღვევაში, ბირთვული იარაღის შექმნის მიზნით ურანის გამდიდრებასა და ტერორისტებისათვის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

რომის ცენტრში ავტობუსი აფეთქდა – ვიდეო

რომის ცენტრში ავტობუსი აფეთქდა - ვიდეო

რომის ცენტრში სამგზავრო ავტობუსს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის Atac-ის ცნობით, მძღოლმა და მგზავრებმა ავტობუსი დროულად დატოვეს და არავინ დაშავებულა. ინფორმაციას Reuters-იავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს რომში 20-მდე ავტობუსი დაიწვა და დაზიანდა მოულოდნელი ხანძრის გამო. იტალიური მედია აცხადებს, რომ ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანია Atac-ი (სახელმწიფო უწყება) არ ცვლის მოძველებულ ავტოპარკს. Reuters-ი Atac-ის ყოფილ ხელმძღვანელზე […]

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 დეპუტატი იყო. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.

თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, სირიას კვლავ დავბომბავთ – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, სირიას კვლავ დავბომბავთ - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ფლორენს პარლის განცხადებითღ, საფრანგეთის მიზანი არ არის სირიაში სიტუაციის ესკალაცია, თუმცა იგი კვლავ დაბომბავს სამხედრო ობიექტებს, თუ ბაშარ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. „სირიის დაბომბვის მიზანი იყო, რომ ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს. თუ ასე მოხდება, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დარტყმის განმეორების შესაძლებლობა“ – აღნიშნა ფლორენს პარლიმ.

გერმანიაში მატარებლები შეეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში მატარებლები შეეჯახა ერთმანეთს - 2 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ გერმანიაში სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. გერმანული კომპანიისა და სარკინიგზო ოპერატორის Deutsche Bahn-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეჯახება ბავარიაში, აიხახის სადგურთან მოხდა. Deutsche Bahn-ისა და გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინტერპრესნიუსი

ლისაბონში ჟურნალისტი დაჭრეს

ლისაბონში ჟურნალისტი დაჭრეს

ლისაბონში ბერძენი ჟურნალისტი დაჭრეს, რომელიც კონკურსს “ევროვიზიას” აშუქებდა. უცნობმა ის დანით დაჭრა და შემდეგ გაქურდა. ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზარალებულს 4 ათასი ევრო ჰქონდა, ამ თანხით მას ბილეტები უნდა კონკურსის ნახევარფინალზე. ლისაბონში “ევროვიზიის” ჩატარების გამო უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

კადიროვს თუ ბოდიშს არ მოვუხდი, ცოლ-შვილს გამიუპატიურებენ

კადიროვს თუ ბოდიშს არ მოვუხდი, ცოლ-შვილს გამიუპატიურებენ

გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრებმა მიქაილ მალიზაევმა 2016 წელს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. ვიდეოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ლტოლვილი ჩეჩნების პროტესტი მოჰყვა, ბოლო დღეებში კი ეს პროტესტი გაიზარდა და აქციებში გადაიზარდა – ჩეჩნები ჩეჩნეთში არსებულ პუტინის სასტიკ რეჟიმს აპროტესტებდნენ. ამ აქტივობის გამო, მალიზაევი უცნობებმა ისე სასტიკად სცემეს, რომ გერმანიის ქალაქ ლუდენშაიდის საავადმყოფოში თითქმის […]

დღეს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება

მოსკოვში დღეს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას მეოთხე ვადით დაიკავებს.ინაუგურაციის ცერემონია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ცერემონიალი ტრადიციული სცენარით გაიმართება. 2018 წლის 18 მარტს გამართულ არჩევნებზე ვლადიმერ პუტინმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76,69% მიიღო. ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე რუსეთის ათობით ქალაქში ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის […]

მიწისძვრა ირანში – დაშავდა 82 ადამიანი

ირანში მიწისძვრა მოხდა

ირანში კოჰგილუიეს და ბოიერაჰმედის პროვინციებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო IRNA ექსტრემალურ სამედიცინო დახმარების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ქალაქ იასუჯაში ცოტა ხნით ელექტრომომარაგება შეფერხდა. როგორც მედიას ექსტრემალური სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსმა ჯალალა პოურანდფარმამ განუცხადა, 71 ადამიანს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო 11 ჰოსპიტალიზირებულია. გასულ კვირას ირანის ქალაქ იასუჯასთან მაგნიტუდით 5,3 მიწისძვრა […]

ლიტვამ სანკტ-პეტერბურგის დამოუკიდებლობა აღიარა – “ინგრია ნატოს წევრი გახდება”

ლიტვამ სანკტ-პეტერბურგის დამოუკიდებლობა აღიარა - "ინგრია ნატოს წევრი გახდება"

ვილნიუსის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა ინგერმანლანდიის (ინგრიის) საელჩო – მოძრაობის, რომლის მომხრეებიც სანკტ–პეტერბურგისა და ლენინის ოლქის ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადებას მოითხოვენ, შემდგომი თვითგამორკვევის შესაძლებლობით. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა panorama.pubაქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა სახელმწიფოთაშორისი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ ინგრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო, თუმცა მის ვინაობას […]