დღეს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია გაიმართებამოსკოვში დღეს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას მეოთხე ვადით დაიკავებს.ინაუგურაციის ცერემონია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ცერემონიალი ტრადიციული სცენარით გაიმართება.

2018 წლის 18 მარტს გამართულ არჩევნებზე ვლადიმერ პუტინმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76,69% მიიღო.
ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე რუსეთის ათობით ქალაქში ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ 1600-მდე ადამიანი დააკავა.