გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრებმა მიქაილ მალიზაევმა 2016 წელს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. ვიდეოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ლტოლვილი ჩეჩნების პროტესტი მოჰყვა, ბოლო დღეებში კი ეს პროტესტი გაიზარდა და აქციებში გადაიზარდა – ჩეჩნები ჩეჩნეთში არსებულ პუტინის სასტიკ რეჟიმს აპროტესტებდნენ. ამ აქტივობის გამო, მალიზაევი უცნობებმა ისე სასტიკად სცემეს, რომ გერმანიის ქალაქ ლუდენშაიდის საავადმყოფოში თითქმის […]
კატეგორია: მსოფლიო
დღეს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება
მოსკოვში დღეს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას მეოთხე ვადით დაიკავებს.ინაუგურაციის ცერემონია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ცერემონიალი ტრადიციული სცენარით გაიმართება. 2018 წლის 18 მარტს გამართულ არჩევნებზე ვლადიმერ პუტინმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76,69% მიიღო. ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე რუსეთის ათობით ქალაქში ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის […]
მიწისძვრა ირანში – დაშავდა 82 ადამიანი
ირანში კოჰგილუიეს და ბოიერაჰმედის პროვინციებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო IRNA ექსტრემალურ სამედიცინო დახმარების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ქალაქ იასუჯაში ცოტა ხნით ელექტრომომარაგება შეფერხდა. როგორც მედიას ექსტრემალური სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსმა ჯალალა პოურანდფარმამ განუცხადა, 71 ადამიანს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო 11 ჰოსპიტალიზირებულია. გასულ კვირას ირანის ქალაქ იასუჯასთან მაგნიტუდით 5,3 მიწისძვრა […]
ლიტვამ სანკტ-პეტერბურგის დამოუკიდებლობა აღიარა – “ინგრია ნატოს წევრი გახდება”
ვილნიუსის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა ინგერმანლანდიის (ინგრიის) საელჩო – მოძრაობის, რომლის მომხრეებიც სანკტ–პეტერბურგისა და ლენინის ოლქის ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადებას მოითხოვენ, შემდგომი თვითგამორკვევის შესაძლებლობით. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა panorama.pubაქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა სახელმწიფოთაშორისი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ ინგრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო, თუმცა მის ვინაობას […]
მიწისძვრა პოლონეთში – შახტის ჩამონგრევას 2 ადამიანი შეეწირა
პოლონეთში მიწისძვრამ ნახშირის შახტში ნგრევა გამოიწვია. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მაშველები ამ დრომდე 3 დაკარგულ მეშახტეს ეძებენ. მიწისძვრის დროს 900 მეტრის სიღრმეზე სულ 7 ადამიანი იყო დარჩენილი. აქედან ორის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. სამაშველო ოპერაციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. შახტთან იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრებიც.
საფრანგეთის მთავრობამ დონალდ ტრამპის განცხადება გააკრიტიკა
საფრანგეთის მთავრობამ დონალდ ტრამპის განცხადება გააკრიტიკა. ამის შესახებ BBCწერს. საუბარია დალასში, მსროლელთა ასოციაციის ყრილობაზე სიტვით გამოსვლაზე, სადაც თეთრი სახლის ლიდერმა რიგ საკითხებთან ერთად 2015 წლის პარიზის ტერატებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ საფრანგეთში იარაღის ტარებაზე მკაცრი შეზღუდვა არ იქნებოდა, თავდასხმას ნაკლები მსხვერპლი მოჰყვებოდა. 2015 წლის ნოემბერში პარიზის ტერატებს 130 ადამიანი ემსხვერპლა.
პოლიციამ რუსეთში 354 ადამიანი დააკავა, მათ შორის ალექსეი ნავალნი
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებულ აქციებზე – “ის ჩვენი მეფე არ არის” (#ОнНамНеЦарь), ქვეყნის მასშტაბით, 354 ადამიანია დაკავებული. მათ შორისაა ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი თანამებრძოლი ნიკოლაი ლიასკინი.გავრცელებული მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი ჩელიაბინსკში დაკავებული — 97. იაკუტსკში – 75, მოსკოვში – 52, კრასნოიარსკში – 45. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ პეტერბურგში, სადაც […]
ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ჰავაის კუნძულებზე მიწისძვრა მოხდა
ჰავაის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC წერს. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6,9 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტი კი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. აღსანიშნავია, რომ 1975 წლის შემდეგ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. ჰავაის კუნძულებზე ვულკანი „კილაუეა“ რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა. მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. […]
კენიაში წყალდიდობის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა
კენიაში წყალდიდობის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება რადიოსადგური Capital FM Kenya წითელი ჯვრის ადგილობრივ საზოგადოებაზე დაყრდნობით. წითელი ჯვრის ადგილობრივი საზოგადოების გენერალური მდივნის აბას გულეტის ინფორმაციით, წყალდიდობამ 8 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გაანადგურა. გულეტის თქმით, სტიქიამ 260 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა.
“შვილების მკვლელობამდე დედამ სამოგზაურო პაკეტი იყიდა” – რა გახდა საზარელი დანაშაულის ჩადენის მიზეზი
რუსეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გამოძიების ცნობით, 27 წლის ელენა კარიმოვამ შვილების მკვლელობამდე, დილით, ერთ-ერთი საზღვარგარეთული კურორტის სამოგზაურო პაკეტი შეიძინა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მას არ ჰქონდა სერიოზული ფინანსური პრობლემები. უფრო მეტიც, მას ავტომობილი ჰქონდა დაქირავებული 40 000 რუბლად. შეგახსენებთ, შემზარავი შემთხვევა ნიჟნი ნოვგოროდში მოხდა. 27 წლის დედამ ორი შვილი – […]










