მოსკოვში ლატვიის საელჩოს ყუმბარები ესროლეს – ვიდეო

რუსეთის დედაქალაქში ლატვიის საელჩოს თავს დაესხნენ. მოსკოვში არსებულ დიპლომატიურ უწყებას დემონსტრანტებმა კვამლიანი ყუმბარები დაუშინეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა „ბოლშევიკური პარტიის“ მხარდამჭერებმა განახორციელეს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დემონსტრანტებიდან 2 ადამიანი ადგილზე დააკავა.

ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა ლატვიელი პოლიტიკოსის და ადამიანის უფლებათა დამცველის ვლადიმერ ლინდერმანის დაკავება გააპროტესტეს. ის სამართალდამცველებმა 8 მაისს აიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ლინდერმანი ლატვიაში რუსული ენის სწავლების შენარჩუნებას მხარს უჭერს.

იმედინიუსი