აქციის მონაწილეს რუსეთში, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეკავა, 27-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაქსიმ რაზმეტოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ რუსული მედია წერს. აქციაზე სულ 12 ადამიანი დააკავეს. აქციებმა ლოზუნგით „მოგვბეზრდა“ ქვეყნის დიდი ქალაქები მოიცვა. აქციის მონაწილეები რუსეთში Telegram-ის დაბლოკვას აპროტესტებნენ.. Telegram-ი ეგრეთ წოდებული კროსპლატფორმული მესენჯერია, რომლითაც მომხმარებლები შეტყობინებებს და სხვადასხვა ფორმატის მედიაფაილებს ცვლიან. მისი მთავარი დამფინანსებელი პაველ დუროვია. აპლიკაციის რუსეთში დაბლოკვის გადაწყვეტილება მოსკოვის […]
კატეგორია: მსოფლიო
ავსტრიაში 63 წლის კაციჭამია მამაკაცი დააკავეს
ავსტრიაში დააკავეს 63 წლის მამაკაცი, რომელიც ქალის მკვლელობაში, მისი გვამის დანაწევრებასა და სავარაუდოდ, შემდგომში საკვებად გამოყენებაშია ბრალდებული.ქალის სხეულის ნაწილები მაცივრის საყინულეში აღმოაჩინეს. გვამის თავი და სხვა ნაწილები იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც კანიბალს მისი კუთვნილი ნავი ჰყავდა დაყენებული. მამაკაცმა დაკითხვის დროს დანაშაული აღიარა. ნიუპოსტი
ჯორჯიის შტატში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა
აშშ-ში, ჯორჯიის შტატში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი С-130 ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 9 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ტელეარხი WSAV-TV ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენი ინფორმაციით, არავინ გადარჩა“, – განაცხადა ეფინგემის ოლქის შერიფის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯინა ბილბომ. თვითმფრინავი, რომელიც არიზონას შტატში, დევის-მონტანის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიფრინავდა, ავტომაგისტრალზე აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ჯინა ბილბოს განცხადებით, ის, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტზე […]
საქართველო–სომხეთის საზღვარზე ტვირთბრუნვა შეჩერდა
სომხეთში უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყნის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები პარალიზებულია. გადაადგილება შეწყდა საბაჟო–გამშვები პუნქტზე ნინოწმინდაშიც. სასაზღვრო პუნქტის ქართულ მხარეს ათზე მეტი სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. მძღოლები საზღვრის მეორე მხარეს ვითარების განმუხტვის მოლოდინში არიან. ნინოწმინდის სასაზღვრო პუნქტის სომხურ მხარეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზა აქვთ ჩაკეტილი. _ საქართველოს საბაჟო ჩვეულებრივ, 24/7 რეჟიმში მუშაობს, მაგრამ მიმოსვლა შეჩერებულია […]
ბრიტანელი მილიარდერი რუსი ჯაშუში აღმოჩნდა
მილიარდერი და კვლევების ცენტრი Legatum Institute-ის დამაარსებელი კრისტოფერ ჩანდლერი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობს, ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა, კონსერვატიული პარტიის წევრმა რობერტ სილიმ განაცხადა. ჩანდლერი საფრანგეთის დაზვერვის ინტერესის ობიექტი 2002 წლიდან იყო, – განაცხადა სილიმ თემთა პალატის სხდომაზე გამოსვლისას. მას აკვირდებოდნენ და დაზვერვის შედეგები მონაკოს უშიშროების სამსახურმა ბრიტანელ პარლამენტარებს გადასცა. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით სილიმ დაასკვნა, რომ […]
დემონსტრანტები სომხეთის რამდენიმე ქალაქის მერიაში შევარდნენ
ირანში მიწისძვრა მოხდა
პაშინიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერად არ აირჩია
სომხეთის ეროვნულმა კრებამ დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრი ვერ აირჩია. ერთადერთ კანდიდატად ნიკოლ პაშინიანი იყო წარდგენილი. მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრემიერის ასარჩევად 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო აუცილებელი. საკითხი დღეს, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განიხილეს. ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ ხმა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატებმა მისცეს. ინტერპრესნიუსი
ბრაზილიაში ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ამის შესახებ ადგილობრივ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით სააგენტო Associated Press იუწყება. მისი ინფორმაციით, შემთხვევას, სავარაუდოდ, მოჰყვა მსხვერპლი, თუმცა დაღუპულთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ფორმალურად შენობა პოლიციას ეკუთვნოდა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ის მიტოვებული იყო და მასში თვითნებურად შესახლებული პირები ცხოვრობდნენ. რამდენი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო შენობაში ხანძრის გაჩენისა და […]
ნიკოლ პაშინიანი: რუსეთი და სომხეთი სტრატეგიულ მოკავშირეებად დარჩებიან
რუსეთი და სომხეთი დარჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად, – განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას. „ჩვენ რუსეთს სტრატეგიულ მოკავშირედ მივიჩნევთ, ჩვენი მოძრაობა ამას საფრთხეს არ უქმნის. ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში სომხეთი დარჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრად“, – აღნიშნა პაშინიანმა. ოპოზიციურმა ფრაქცია „იელქმა“ პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა წარადგინა. […]










