დემონსტრანტები სომხეთის რამდენიმე ქალაქის მერიაში შევარდნენ

ოპოზიციური საპროტესტო მოძრაობის მომხრეები სომხეთის ქალაქების გიუმრისა და მარალიკის მერიაში შევარდნენ და შენობა დაიკავეს.

სიდიდით მესამე ქალაქ ვანაძორში დემონსტრანტებმა მერიის შენობის ბლოკირება მოახდინეს, დასხდნენ შესასვლელში და თანამშრომლებს არ უშვებენ.