კატეგორია: მსოფლიო

სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა

სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა

ერევანში დემონსტრანტებმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა და საავტომობილო ხიდი გადაკეტეს. მომიტინგეები ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ პაშინიანის პრემიერ მინისტრად არცევას ითხოვენ. “რესპუბლიკურ პარტიას მორალური უფლება არ აქვს პრემიერის პოსტზე კანდიდატურა წარადგინოს, ჩვენი კანდიდატი პაშინიანია.”- განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ. გადაკეტილია აეროპორტისკენ მიმავალი ტრასა. საპროტესტომ აქციები დაიწყო სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა ვანაძორსა და არტაშატში.

კარაპეტიანმა პაშინიანთან შეხვედრა გააუქმა – სომხეთში შესაძლოა აქციები განახლდეს

კარაპეტიანმა პაშინიანთან შეხვედრა გააუქმა - სომხეთში შესაძლოა  აქციები განახლდეს

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა დაადასტურა, რომ გაუქმდა მისი და ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. კარაპეტიანმა გაავრცელა მოქალაქეებისადმი მიმართვა, რომელშიც მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად დაასახელა პაშინიანის ახალი, ცალმხრივი მოთხოვნები შეხვედრის ფორმატის, დღის წესრიგის და გაშუქების შესახებ. კარენ კარაპეტიანის ინფორმაციით, პაშინიანმა წარადგინა სია იმ ადამიანებისა, რომლებმაც შეხვედრაში […]

ნიკოლ პაშინიანი: “ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა ქვეყანა კულისებიდან მართოს”

ნიკოლ პაშინიანი: "ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა ქვეყანა კულისებიდან მართოს"

რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში ახალი რიგგარეშე არჩევნების შედეგი სრულიად პროგნოზირებადია, – განაცხადა მოძრაობის „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა. განცხადება მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „ახლა უკვე ცხადია, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტია და კერძოდ, კარაპეტიანი თვლიან, რომ მოქალაქეები დაკმაყოფილდებიან სარგსიანის გადადგომით და ძალაუფლების შემდგომ გადაცემაზე ფიქრის დრო დადგა. ასეთ ვითარებაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა […]

ნიკოლ პაშინიანი – ”მზად ვარ, სომხეთის პრემიერი გავხდე”

ნიკოლ პაშინიანი - ”მზად ვარ, სომხეთის პრემიერი გავხდე”

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც 25 აპრილს სომხეთის მმართველ ძალასთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს, არ გამორიცხავს, რომ მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. პაშინიანის განცხადებით, დღეს ხელისუფლება სომხეთში უკვე ხალხის ხელშია და თუ გამარჯვებული ხალხი მას ამ პასუხიმგებლობას დააკისრებს, იგი მზად არის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს. ნიკოლ პაშინიანი ხვალ მთავრობას შემდეგ პირობებს წაუყენებს: 1. ახალი, ხალხის მიერ ნდობით […]

თურქეთში მიწისძვრა მოხდა – 13 ადამიანი დაშავდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა - 13 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ადიამანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამმართველო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, 13 ადამიანი მსუბუქად არიან დაშავებული. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ადიამანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა. „ადგილი აქვს მატერიალურ ზარალს. რიგი შენობა დაზიანდა. მთავრობა ზარალის განსაზღვრისთვის საჭირო სამუშაოს ატარებს“,-აღნიშნა პრემიერმა. ადიამანის პროვინციაში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა დღეს […]

სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მაიკ პომპეო დაამტკიცა

სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მაიკ პომპეო დაამტკიცა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ მაიკ პომპეოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კომიტეტის წევრმა თერთმეტივე რესპუბლიკელმა ხმა პომპეოს სასარგებლოდ მისცა, წინააღმდეგი ცხრა დემოკრატი იყო, ერთმა დემოკრატმა კი, სენატის პროცედურული წესების მიხედვით, მხოლოდ დასწრება დაადასტურა. აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის თქმით, მან სენატში საკმარისი ხმები მოაგროვა, რათა ამ კვირაში პომპეოს კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დამტკიცდეს.  პომპეო პარასკევს უკვე ნატოს სამიტს დაესწრება. აშშ-ის […]

ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ

ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ

ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ. ამის შესახებ BBC წერს. დედოფალ ელისაბედ მეორეს მე-6 შვილიშვილი 3 კილოგრამსა და 83 გრამს იწონის. ჯერ უცნობია, რა დაარქვეს ახალშობილს. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. კემბრიჯის ჰერცოგინიამ თბილისის დროით 15:00 საათზე იმშობიარა.

სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი გადადგა – ”პაშინიანი მართალი გამოდგა, მე შევცდი”

სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი გადადგა - ”პაშინიანი მართალი გამოდგა, მე შევცდი”

ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა.სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 17 აპრილს აირჩია. პარლამენტში კენჭისყრა, ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. სარგსიანი იკავებდა უმაღლეს პოსტებს სომხეთში 2007 წლიდან. 2008 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად, 2013 წელს ის ამ პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული, რის შემდეგაც სომხეთმა დაიწყო გადასვლა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც […]

ემანუელ მაკრონი რუსეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრეა

ემანუელ მაკრონი რუსეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრეა

ტელეკომპანია “FOX NEWS” ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარება. მაკრონის აზრით, დასავლეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობისას სიმტკიცე უნდა გამოავლინონ. მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტს, დასავლურ დემოკრატიაში ჩარევის აკვიატებული აზრი აქვს და ნებისმიერი ქვეყნის სისუსტეს საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენებს. რუსეთს მიაჩნია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის დასუსტებით, კრემლი მეტ გავლენას მოიპოვებს. მაკრონმა […]

სასამართლომ პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დამნაშავედ ცნო

სასამართლომ პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დამნაშავედ ცნო

ბელგიის სასამართლომ სალაჰ აბდესლამი, რომელიც 2015 წელს პარიზის ტერაქტში იღებდა მონაწილეობას, დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. აბდესლამს მკვლელობის მცდელობასად და ტერორისტულ საქმიანობაში წაუყენეს ბრალი. 2015 წლის 13 ნოემბერს შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფი თავს დაესხა პარიზის სტადიონს, საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანს“ და რამდენიმე კაფეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი, 350-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა […]