სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც 25 აპრილს სომხეთის მმართველ ძალასთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს, არ გამორიცხავს, რომ მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს.
პაშინიანის განცხადებით, დღეს ხელისუფლება სომხეთში უკვე ხალხის ხელშია და თუ გამარჯვებული ხალხი მას ამ პასუხიმგებლობას დააკისრებს, იგი მზად არის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს.
ნიკოლ პაშინიანი ხვალ მთავრობას შემდეგ პირობებს წაუყენებს: 1. ახალი, ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა. 2. დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. 3. დემოკრატიული რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. 4. ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.
ნიუპოსტი