აშშ-ში ჰაერში აფრინდა თვითმფრინავი ე-48, რომელსაც ”განკითხვის დღის” თვითმფრინავსაც ეძახიან, რადგან მისი გამოყენება ბირთვული კონფლიქტის დროსაც შეიძლება, თუ მიწაზე არსებული სტრუქტურები დაზიანებული ან მოშლილია. გამოქვეყნებული რუკის მიხედვით ირკვევა, რომ თვითმფრინავი ამ დროისთვის ინდიანას შტატში იმყოფება. ბორტს ჰაერში ყოფნა მთელი კვირის განმავლობაში შეუძლია საწვავის საჰაერო შევსების პირობებში. ე-48-ზე დაყენებული მოწყობილობა თვითმფრინავს ატომური აფეთქების ზემოქმედებისგან იცავს. ინფორმაცია იმის […]
კატეგორია: მსოფლიო
ტრამპი რუსეთს აფრთხილებს – ”სირიას ჭკვიანი რაკეტებით დავბომბავთ, რომლებსაც ვერ ჩამოაგდებთ!”
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე. დღეს […]
სენატორებმა ცუკერბერგი გააოგნეს – კანონმდებლების ყველაზე უცნაური კითხვები
სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ს სენატის იურიდიული კომიტეტისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის წინაშე წარსდგა. ცუკერბერგის სენატორებთან საუბრის მთავარი თემა სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოება იყო. „ფეისბუქის“ დამფუძნებელს კანონმდებლები 5 საათის განმავლობაში უსმენდნენ, მათმა კითხვებმა კი მედია, სოციალური ქსელები და ჟურნალისტები გააოგნა. Mashable წერს, რომ ასაკოვანი სენატორები ცუკერბერგს ძალიან “ძველ” კითხვებს უსვამდნენ. სენატორმა პატრიკ […]
რუბლის კრახი გრძელდება – 1 ევრო 80 რუბლზე მეტი ღირს
ბრიტანეთი სირიაზე დარტყმებს არ განახორციელებს
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ შეერტებული სტატების პრეზიდენტს სირიაში ერთობლივ სამხედრო ოპერაციაზე უარი უთხრა. ამის სესახებ გაზეთი The Times-ი წერს. ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ტერეზა მეის სირიაში ერთობლივი ოპერაციის ჩატარება სესთავაზა. გაზეთის ინფორმაციით, მეიმ უარი განაცხადა, რადგან დიდ ბრიტანეთს სამხედრო ოპერაციაში ჩართვისთვის, სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების მეტი მტკიცებულება ჭირდება.
ამერიკული სამხედრო ხომალდები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ჯგუფი ავიამზიდ “ჰარი ტრუმენის” მეთაურობით გამოვიდა ვირჯინიის შტატიდან და ევროპასა და ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შევლენ სარაკეტო კრეისერი “ნორმანდია”, სარაკეტო ხომალდები “არლი ბერკი”, “ფორესტ შერმანი”, “ფარაგუტი”, “ჯეისონ დანემი” და “სალივანსი”. სულ ამ ხომალდებზე 6.500 სამხედროა. მოგვიანებით ამერიკულ ხომალდებს შეუერთდება გერმანული ფრეგატი “ჰესენი”. პენტაგონმა ამ მანევრს გეგმიური უწოდა. ადრე მედიაში […]
რუსეთში პროპანით დატვირთული “კამაზი” ხიდიდან გადავარდა – მძღოლი ადგილზე დაიღუპა
რუსეთში, ორენბურგის ოლქში, ავტომაგისტრალზე სატვირთო “КамАЗ”-ის მძღოლმა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო ავტომობილის მართვა ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. “КамАЗ”-ს პროპანით დატვირთული ცისტერნა გადაჰქონდამძღოლი მიღებული ტრამვის გამო ადგილზე გარდაიცვალა. ცისტერნა დაზიანდა და მისგან პროპანის გაზმა გამოჟონა. ადგილზე რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანამშრომლები, პოლიცია და გამომძიებლები იმყოფებიან. ავტომაგისტრალი ამ დრომდე გადაკეტილია. ნიუპოსტი
სირიელი ბავშვების სისხლი რუსეთის ხელებზეა
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც დამასკოს გარეუბანში სავარაუდო ქიმიურ შეტევას მიეძღვნა, აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში უშუალო დამნაშავე რუსეთია.საბჭოს სხდომა 9 წევრი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ს, პოლონეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, ქუვეითის, პერუსა და კოტ-დივუარის ინიციატივით ჩატრარდა. დასავლეთის ქვეყნები ბაშარ ასადის რეჟიმს აღმოსავლეთ გუტის დასახლებულ პუნქტ დუმში ქიმიური იარაღის […]
შავი ორშაბათი რუსეთში: საფონდო ბირჟები ჩამოიშალა, ოლიგარქები კარგავენ მილიარდებს
აშშ-მ რუსი ბიზნესმენების და რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები 6 აპრილს აამოქმედა. სულ რაღაც 3 დღე გავიდა, მაგრამ რუსმა ოლიგარქებმა უკვე დაკარგეს მილიარდები. აშშ-ის პერსონალური სანქციების სიაში შვიდი რუსი ოლიგარქი მოხვდა. სიაში არიან ასევე სახელმწიფო მოხელეები, ჩინოვნიკები და რადენიმე კომპანია. ორშაბათის ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “ეს რაღაც ახალი მოვლენაა”, რომელიც უპრეცედენტოა […]
ტრამპი პუტინს დაემუქრა – “ქიმიური თავდასხმის უკან თუ რუსეთი დგას, მკაცრად დაისჯება”
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24-48 საათის განმავლობაში გადაწყვეტს, უპასუხებს თუ არა აშშ ძალისმიერად ასადის რეჟიმის მიერ ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას. – ეს ბარბაროსული და საზარელი თავდასხმა იყო. ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ გავარკვევთ ეს რუსეთია, სირია, ირანი თუ ყველა ერთად, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ არ […]










