სირიელი ბავშვების სისხლი რუსეთის ხელებზეა 

სირიელი ბავშვების სისხლი რუსეთის ხელებზეა  გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც დამასკოს გარეუბანში სავარაუდო ქიმიურ შეტევას მიეძღვნა, აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში უშუალო დამნაშავე რუსეთია.საბჭოს სხდომა 9 წევრი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ს, პოლონეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, ქუვეითის, პერუსა და კოტ-დივუარის ინიციატივით ჩატრარდა.

დასავლეთის ქვეყნები ბაშარ ასადის რეჟიმს აღმოსავლეთ გუტის დასახლებულ პუნქტ დუმში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. ამ შეტევის შედეგად დაიღუპა ათეულობით ადამიანი, რომელთაც ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებათ.

რუსეთი და სირია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 11 აპრილს მიიღებს.