ტიმოშენკო სტალინს დაემსგავსა

ტიმოშენკო სტალინს დაემსგავსაუკრაინული პარტია “ბატკავშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო დღეს რადაში უცნაურად ჩაცმული მივიდა. მის ახალ იმიჯს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.

გამოცემა ყურადღებას მის ვარცხნილობაზეც ამახვილებს, რომელი ტიმოშენკოს არ შეუცვლია. ის სხდომაზე სამხედრო სტილში გამოჩნდა.

“იულიას ფრენჩისკენ გაუწია გულმა, მეტად სიმპტომატურად. კობასაც კი (იგულისხმება სტალინი), კიმთან ერთად (იგულისხმება კიმ ჩენ ინი) სახელოებზე ლამპასები არ ჰქონიათ”. წერს დიმიტრი გეიკო სოციალურ ქსელში.

იმედინიუსი