კატეგორია: მსოფლიო

აშშ-ში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა – ვიდეო

აშშ-ში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა - ვიდეო

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მდებარე ტრევისის საჰაერო სამხედრო ბაზაზე გაზის ცილინდრებით დატვირთული ავტომობილი შევიდა, რომელიც აფეთქდა. ამის შესახებ cbsnews-ი წერს. როგორც მედიაში წერენ, მომხდარს როგორც ტერორისტულ აქტს ისე განიხილავენ. დაიღუპა ავტომობილის მძღოლი. პოლიციისთვის მისი ვინაობა ცნობილია, მაგრამ არ ამხელენ. გამოძიებაში უკვე ჩაერთო FBI. ჯერჯერობით სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საჰაერო ძალების ბაზა ტრევისი არის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე აშშ-ის […]

კიევში დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს

კიევში დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს

კიევში დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტების მომზადების ბრალდებით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის პარლამენტმა დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს იმუნიტეტი მოუხსნა და მის დაკავებასა და დაპატიმრებაზე თანხმობა განაცხადა. დღესვე, რადას საპროცედურო კომიტეტმა უკრაინის გენპროკურორის იური ლუცენკოს, თავად სავჩენკოსა და რადას დეპუტატების გამოსვლების შემდეგ, პარლამენტს ურჩია სავჩენკოსთვის იმუნიტეტი მოეხსნა.

“დიანას მკვლელ ექიმს ჩემი მოკვლაც უნდოდა” – საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის ქმარმა ჩვენება მისცა

"დიანას მკვლელ ექიმს ჩემი მოკვლაც უნდოდა" - საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის ქმარმა ჩვენება მისცა

საბერძნეთში გრძელდება დიანა ბერიძის საქმის სასამართლო განხილვა. დიანა ბერიძის ქმარმა თესალონიკის სასამართლოში ჩვენება მისცა. – სრულიად დაუჯერებელი იყო როდესაც “ექიმმა” მე დამაბრალა, რომ, ვითომ, მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც დიანასთვის ცუდი უნდოდა, – ამბობს ქართველი ქალბატონის ქმარი. – ამ ქირურგს ჩემი მეუღლის მოკვლა უნდოდა,- თქვა დიანას ქმარმა სასამართლოზე. ის პირდაპირ ადებს ხელს ქირურგს და მას ადანაშაულებს. […]

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზის გამოძიებამ ბრალი წაუყენა პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში და ლიბიური სახელმწიფო სახსრების მიმალვაში. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკოლა სარკოზი სასამართლო კონტროლის ქვეშ იქნება. აღსანიშნავია, რომ 20 მარტს საფრანგეთის პოლიციამ ნიკოლა […]

ლავროვი პოსტიდან მიდის

ლავროვი პოსტიდან მიდის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ შევა და თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია RTVI იუწყება. წყაროების ცნობით, ლავროვს უკვე რამდენიმე წელია თანამდებობის დატოვება სურს, ვინაიდან ის თავს გადაღლილად გრძნობს. თუმცა, პუტინის თხოვნით ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამინისტროს სათავეში დარჩა. – ის, რომ მას დიდი ხანია წასვლა სურს, არავისთვის არის […]

საფრანგეთში ნიკოლა სარკოზი დააკავეს

საფრანგეთში ნიკოლა სარკოზი დააკავეს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს. ფრანგული ფრანგული მედიის ცნობით, სარკოზი 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იზოლატორში იმყოფება და მას 48 საათი მოუწევს იზოლატორში ყოფნა. ნიკოლა სარკოზის ქალაქ ნანტერის პოლიციაში დაკითხავენ. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2013 წლებში იყო. საპრეზიდენტო არჩევნების უკანონო დაფინასნების საკითხზე კი გამოძიება, 2013 წელს დაიწყო. ნიუპოსტი

ირანში ატომურ ელექტროსადგურთან მიწისძვრა მოხდა

ირანში ატომურ ელექტროსადგურთან მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთით, ბუშერის პროვინციაში მაგნიტუდით 5,0 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თეირანის უნივერსიტეტის სეისმური ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გონავას რაიონში დაფიქსირდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ირანის ქალაქ ბუშერთან, ბუშერის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. პირველი

ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი ავიაკატასტროფას გადაურჩნენ – მათ ვერტმფრენს ძრავი გაუფუჭდა

ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი ავიაკატასტროფას გადაურჩნენ - მათ ვერტმფრენს ძრავი გაუფუჭდა

ვერტმფრენში, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი გადაადგილდებოდნენ, ერთ-ერთ ძრავა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ინციდენტი 15 მარტს მოხდა. მომხდარის გამო, წყვილი იძულებული იყო დაბრუნებულიყო ვაშინგტონში რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტში. ცოლ-ქმარი ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა. ძრავის გაფუჭების მიზეზი უცნობია. იმედინიუსი

პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტია

პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტია

როგორც მოსალოდნელი იყო, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება.  ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად მან ხმათა 76.65% დააგროვა. პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა. „~- მე ვხედავ იმედს და ნდობას. დიდი მადლობა, რომ ასეთი ძლიერი მრავალმილიონიანი გუნდი ვართ. წარმატება გველის, – განაცხადა პუტინმა. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ […]

სერგეი ლავროვი: დასავლური გაზეთების კითხვა საჭირო არ არის

სერგეი ლავროვი: დასავლური გაზეთების კითხვა საჭირო არ არის

მიხეილ ბულგაკოვი წერდა: „ნუ დაიწყებთ დილიდან საბჭოთა გაზეთების კითხვას“. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, სადაც დასავლური გაზეთების კითხვა არ არის საჭირო. ყველაფერს ძალიან გამარტივებულად და უხეში პროპაგანდის სახით გადმოსცემენ. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მიმდინარეობს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, ამის გაგება შეიძლება სხვადასხვა ვითარებებზე დაკვირვებით, „იქნება ეს აღმოსავლეთ ღუთა თუ ლონდონში […]