სკრიპალის საქმის გამო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს. ასევე, აღნიშნული ნაბიჯის ფარგლებში გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობაში მომუშავე 12 რუსი მზვერავიც გაძევდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში […]
კატეგორია: მსოფლიო
ევროპის წამყვანი ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვარშავაში რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა. ბერლინი კი 4 რუსი დიპლომატის გაძევებას აპირებს. – დღეს მივიღეთ ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება, ვინაიდან სოლსბერიში მომხდართან დაკავშირებით რუსეთი ჯერ კიდევ არ გვაწვდის ახსნა-განმარტებას. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია, – […]
უკრაინაში კანონიერი ქურდი რამაზ წიქორიძე, მეტსახელად რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს
კიევში სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდი რამაზ წიქორიძე, იგივე რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს. „კრიმინალური პოლიციის ოპერმუშაკებმა კიევის ოლქის ტერიტორიაზე რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულს მოქალაქეობა არ აქვს, ის უცხოელთა დროებითი მოთავსების ცენტრში განათავსეს. პირადი მონაცემების ოფიციალურად დადგენის შემდეგ მისი უკრაინიდან გაძევების საკითხი იქნება განხილული“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. მედიის […]
რუსეთში ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა
რუსეთის ქალაქ კამეროვოში სავაჭრო- გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულია ათეულობით ადამიანი. დამწვარ შენობაში ადამიანების ძებნის ოპერაცია ისევ გრძელდება.ხანძართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს, მათ შორის იმ დაწესებულების დამქირავებელიც, სადაც წინასწარი მონაცემებით ცეცხლის პირველი წყარო იყო. ჯერჯერობით ხანძრის მიზეზი არ დადგენილა, საუბარია მოუწესრიგებელ ელექტროგაყვანილობაზე, […]
ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო
ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, რომელიც 3 დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ BBC წერს. ქვეყანაში მცხოვრები 96 მილიონი მოქალაქიდან ხმის მიცემის უფლება 59,5 მილიონ ადამიანს აქვს. ქვეყნაში 376 საარჩევნო კომიტეტი და დაახლოებით 17 000 ადგილობრივი კომისია იმუშავებს. ხმის მიცემის პროცესს კი 63 ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან. პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი ქვეყნის მოქმედი ლიდერი აბდელ ფატაჰ ალ-სისია. იმედინიუსი
ხანძარი კემეროვოში – დაღუპულია 48 ადამიანი
რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС იუწყება. ოპერატიულ შტაბში ასევე განაცხადეს, რომ კიდევ 16 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს და დაკითხეს. ინტერპრესნიუსი
მედია: რომში ტერორისტული აქტია მოსალოდნელი
იტალიის საელჩომ ტუნისში მიიღო ანონიმური წერილი, რომელშიც ტერორისტული თავდასხმის შესახებ წერია. მათ შორის ლაპარაკია, რომ იტალიის დედაქალაქ რომზე თავდასხმა მზადდება. ამის შესახებ TGcom24-ი წერს. ტექსტის მიხედვით ლაპარაკია, ვინმე აფეტა მეტლუტიზე, რომელიც რომის ცენტრში ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებს. შესაძლო სამიზნებს შორისაა მეტრო, ბარები, სავაჭრო ცენტრები, ასევე სხვადასხვა ტურისტული ადგილები. აღსანიშნავია, რომ მეტლუტი სამართალდამცავებისთვის ნაცნობია. ის ადრე ნარკოტიკული საშუალებების […]
ტერაქტი ეგვიპტეში – ალექსანდრიის ცენტრში დანაღმული მანქანა აფეთქდა
თავდასხმა ეგვიპტეში – ალექსანდრიის ცენტრში დანაღმული მანქანა იმ დროს აფეთქდა, როდესაც გზაზე ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის კორტეჟი გამოჩნდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელია. კიდევ 4 სამართალდამცველი სხვადსხვა ტრავმით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. მაღალჩინოსანი უვნებელი გადარჩა. მისი თქმით, აფეთქების ორგანიზატორების მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარების […]
ფრანგი პოლიციელი, რომელმაც მძევლებში საკუთარი თავი გაცვალა, დაიღუპა
ფრანგი ოფიცერი არნო ბელტრამი, რომელმაც მძევლებში საკუთარი თავი გაცვალა, დაიღუპა. ამის შესახებ BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს. 45 წლის წლის პოლიციის ოფიცერი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გმირად შერაცხა. საფრანგეთის ქალაქ ტრებესში, სუპერმარკეტ Super U-ზე თავდასხმამ ბოლო მონაცემებით სამი ადამიანი იმსხვერპლა. თავდამსხმელის, 25 წლის მაროკოელი რიდუენ ლაკადემის ლიკვიდაცია პოლიციამ შემთხვევის ადგილზე შეძლო. ის თავს ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” […]
The Times – აშშ და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება, – წერს გაზეთი The Times. გაზეთის ინფორმაციის თანახმად, ეს პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ წუხელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსი დიპლომატების გაძევების რეკომენდაციით მიმართა დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში სკრიპალებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს. გაზეთი წერს, რომ წუხელ ოთხსაათიანი მოლაპარაკებების […]










