კიევის საერთაშორისო აეროპორტში ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ძებნილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, – წერს NewsOne. მამაკაცზე საერთაშორისო ძებნა გერმანიის პოლიციამ გამოაცხადა. „დამნაშავე იმ მგზავრებს შორის იყო, რომლებიც თბილისის რეისს ელოდნენ“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში. დაკავებული პირი უკრაინის ეროვნულ პოლიციას გადასცეს, მისი დაკავების შესახებ კიევში ინტერპოლის უკრაინის ბიუროსაც აცნობეს. პირველი
კატეგორია: მსოფლიო
იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ბერლუსკონის კოალიცია ლიდერობს
წინასწარი მონაცემებით, იტალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარჯვენეცენტრისტული კოალიცია იკავებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს ამ კოალიციაში შემდეგ ძალებია გაერთიანებული: იტალიის ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის “ფორცა იტალია”, ჩრდილოური ლიგა და იტალიის ძმები (Lega Nord, Fratelli d’Italia) და ჩვენ და იტალია (Noi con l’Italia). ეგზიტპოლების თანახმად, მემარჯვენეცენტრისტები ხმების დაახლოებით 35,5% მოიპოვეს. მეორე ადგილზე ხმების დაახლოებით 32,5%-ით ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაა, ხოლო მესამეზე […]
თეთრი სახლის წინ კაცმა თავი მოიკლა
ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულდა. ინციდენტი ჩრდილოეთის ჭიშკართან მოხდა. შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. რა გახდა სუიციდის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში არ იმყოფებოდა. მედიამალლ.გე
ტრამპმა ანტირუსული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური განკარგულებით, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქციების გახანგრძლივება უკრაინის საკითხს, ყირიმის ოკუპაციასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ იგი კიდევ ერთი წლით, ძალაში ტოვებს 2014 წლის 6 მარტს ბარაკ ობამას მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებების […]
ლუცენკო – „კარვების ქალაქში“ პარლამენტის აღების გეგმა მუშავდებოდა”
კიევში, რადას შენობასთან მომხდარ მოვლენებს უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო გამოეხმაურა. როგორც მან Facebook-ის გვერდზე დაწერა, „კარვების ქალაქში“ პარლამენტის აღების გეგმა მუშავდებოდა. მისივე თქმით, არ შეიძლება „კარვების ქალაქი“ იარაღის ასაფეთქებელი ნივთიერებების გროვად გადაიქცეს. ლუცენკომ ასევე აღნიშნა, რომ პროკურორები ყურადღებით აკვირდებიან დაკავებულებისა და სამართალდამცველების ურთიერთობასაც. 3 მარტს პოლიცია „კარვების ქალაქში“ საგამოძიებო ქმედებებისა და ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, […]
პოლიციამ ჯეიმს ერიკ დევისი დააკავა
პოლიციამ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელიც აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში საკუთარი მშობლების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, – ნათქვამია მიჩიგანის უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. დაკავება ინციდენტის გარეშე მოხდა. ამერიკის მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლა გუშინ მოხდა, პოლიციაში ორი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 19 წლის ახალგაზრდამ ჯეიმს ერიკ-დევის უმცროსმა საკუთარი მშობლები მოკლა. ინტერპრესნიუსი
მიჩიგანის უნივერსიტეტში 19 წლის ბიჭმა მშობლები მოკლა
მიჩიგანის უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპული ორი ადამიანი 19 წლის თავდამსხმელის მშობლები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN–ი ავრცელებს. აფროამერიკელმა ჯეიმს ერიკ დევის უმცროსმა მამამისის იარაღი გამოიყენა. მამა პოლიციელი იყო. სროლა გუშინ მოხდა. სამართალდამცველებმა ორი დაღუპულის შესახებ გაავრცელეს ცნობა. კამპუსი დაიკეტა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. მას დაახლოებით 100 პოლიციელი ეძებს. იმედინიუსი
ტრამპს ივანკასა და მისი ქმრის თეთრი სახლიდან გაგდება უნდა
აშშ-ის პრეზიდენტს ივანკა ტრამპისა და მისი მეუღლის, ჯარედ კუშნეის თეთრი სახლიდან გაგდება უნდა. The New York Times-ის ცნობით, ქალიშვილისა და სიძის გაგდების საკითხის მოგვარება დონალდ ტრამპმა აპარატის უფროსს, ჯონ კელის დაავალა. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომელი უკმაყოფილოა იმით, რომ პრეზიდენტის თანაშემწეები ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი ჯერ კიდევ თეთრ სახლში ცხოვრობენ. ამასთან, თავად პრეზიდენტიც […]
ნეთანიაჰუს 300.000 დოლარი ქრთამის აღებას აბრალებენ – პოლიციამ ისრაელის პრემიერი და მისი მეუღლე დაკითხა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით 2 მარტს პოლიციამ პირველად დაკითხა. პოლიციამ ნეთანიაჰუ რეზიდენციაში დაკითხა, მისი მეუღლე კი _ თელ-ავივის მახლობლად არსებულ პოლიციის განყოფილებაში. პოლიციამ ნეთანიაჰუს ოჯახის ყოფილი წარმომადგენელი და მისი ახლო მეგობარი თებერვლის ბოლოს სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბეზექისთვის“ სასარგებლო რეგულირების ხელშეწყობისთვის დააპატიმრა. ორივე დაკავებული ბრალს უარყოფს. ნეთანიაჰუ ბრალს უარყოფს და ამ […]
ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს თავს დაესხნენ – 4 ტერორისტი მოკლულია
2 მარტს ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში მდებარე საფრანგეთის საელჩო ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. „მიმდინარეობს თავდასხმა საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ენის ინსტიტუტის შენობებზე. გთხოვთ დარჩეთ თქვენს ადგილებზე“, – დაიწერა ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“. დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა ცეცხლი. მოგვიანებით 4 თავდამსხმელი ლიკვიდირებულ იქნა. _ შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე საფრანგეთის საელჩო და ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების […]










