კატეგორია: მსოფლიო

მიჩიგანის უნივერსიტეტში 19 წლის ბიჭმა მშობლები მოკლა

მიჩიგანის უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპული ორი ადამიანი 19 წლის თავდამსხმელის მშობლები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN–ი ავრცელებს. აფროამერიკელმა ჯეიმს ერიკ დევის უმცროსმა მამამისის იარაღი გამოიყენა. მამა პოლიციელი იყო. სროლა გუშინ მოხდა. სამართალდამცველებმა ორი დაღუპულის შესახებ გაავრცელეს ცნობა. კამპუსი დაიკეტა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. მას დაახლოებით 100 პოლიციელი ეძებს. იმედინიუსი

ტრამპს ივანკასა და მისი ქმრის თეთრი სახლიდან გაგდება უნდა

აშშ-ის პრეზიდენტს ივანკა ტრამპისა და მისი მეუღლის, ჯარედ კუშნეის თეთრი სახლიდან გაგდება უნდა. The New York Times-ის ცნობით, ქალიშვილისა და სიძის გაგდების საკითხის მოგვარება დონალდ ტრამპმა აპარატის უფროსს, ჯონ კელის დაავალა. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომელი უკმაყოფილოა იმით, რომ პრეზიდენტის თანაშემწეები ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი ჯერ კიდევ თეთრ სახლში ცხოვრობენ. ამასთან, თავად პრეზიდენტიც […]

ნეთანიაჰუს 300.000 დოლარი ქრთამის აღებას აბრალებენ – პოლიციამ ისრაელის პრემიერი და მისი მეუღლე დაკითხა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით 2 მარტს პოლიციამ პირველად დაკითხა. პოლიციამ ნეთანიაჰუ რეზიდენციაში დაკითხა, მისი მეუღლე კი _ თელ-ავივის მახლობლად არსებულ პოლიციის განყოფილებაში. პოლიციამ ნეთანიაჰუს ოჯახის ყოფილი წარმომადგენელი და მისი ახლო მეგობარი თებერვლის ბოლოს სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბეზექისთვის“ სასარგებლო რეგულირების ხელშეწყობისთვის დააპატიმრა. ორივე დაკავებული ბრალს უარყოფს. ნეთანიაჰუ ბრალს უარყოფს და ამ […]

ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს თავს დაესხნენ – 4 ტერორისტი მოკლულია

2 მარტს ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში მდებარე საფრანგეთის საელჩო ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. „მიმდინარეობს თავდასხმა საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ენის ინსტიტუტის შენობებზე. გთხოვთ დარჩეთ თქვენს ადგილებზე“, – დაიწერა ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“. დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა ცეცხლი. მოგვიანებით 4 თავდამსხმელი ლიკვიდირებულ იქნა. _ შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე საფრანგეთის საელჩო და ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების […]

ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომი მწიფდება – ყალიბდება ბირთვული პოტენციალის მქონე ქვეყნების წრე

სირიაში გრძელდება რამდენიმე ლოკალური ომი სხვადასხვა მხარის მონაწილეობით. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის. ბოლომდე დამარცხებულად არ ითვლება სირია-ერაყის ტერიტორიაზე შემორჩენილი ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”. ამის ფონზე დასავლელი ექსპერტები ალაპარაკდნენ მასშტაბური ომის საფრთხეზე. ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით, თუ იანვარში ყურადღება მიპყრობილი იყო იმაზე, მოიტანს თუ არა 2018 წელი რევოლუციას ირანში, დღეს ისმის შეკითხვა-მოხდება თუ არა დიდი […]

სააკაშვილის ადვოკატები პოროშენკოს დაკითხვას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უკრაინის პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვენ. საქმე ეხება პეტრო პოროშენკოს განკარგულებას, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშრებით. – ჩვენ შუამდგომლობით გამოვალთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოწმის სახით დაიკითხოს, რათა განმარტოს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები, – აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი. უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრატიულ სასამართლოში დღეს განახლდა მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა […]

სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სომხეთის ეროვნულმა კრებამ ქვეყნის პრეზიდენტად მმართველი პარტიის კანდიდატის არმენ სარგსიანის არჩევას მხარი დაუჭირა. სარგსიანს პარლამენტის 90-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 10 წავიდა. ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. სულ კენჭისყრაში 101 კანონმდებელი მონაწილეობდა. სარგსიანის კანდიდატურის დასამტკიცებლად საკმარისი იყო 79 ხმა. არმენ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. ოპოზიციურმა ფრაქციებმა ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, საკუთარი კანდიდატის წარდგენა ვერ […]

ხანძარი ბაქოში – 30 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბაქოში რესპუბლიკურ ნარკოლოგიურ ცენტრში გაჩენილ ხანძარს 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. სამაშველო სამსახურებმა ცეცხლის ჩაქრობა გამთენიისას შეძლეს. ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია.

ფრანგ მეეზოვეს 40 ქალის გაუპატიურება ედება ბრალად

საფრანგეთში 57 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალად ედება 40 ქალის გაუპატიურება და სექსუალური შევიწროება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ ბრალდებულმა ქალებზე ძალადობა 1980-იან წლებში დაიწყო და ქალებს როგორც საფრანგეთში, ისე ბელგიაში აუპატიურებდა. 57 წლის კაცი დაოჯახებულია. მას 3 შვილი ჰყავს და უკვე შვილიშვილებიც. ის ამჟამად მეეზოვედ მუშაობდა, მანამდე საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პონტ […]

სლოვაკეთში ჟურნალისტ იან კუჩიაკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

სლოვაკეთის პოლიციამ ჟურნალისტის იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Aktuality.sk იუწყება. „ჩვენი ინფორმაციით, გასულ პარასკევს ორი პირი, რომლებიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ეჭვმიტანილები არიან ნარკოდანაშაულში, საუბრობდნენ იმაზე, რომ საჭიროა იარაღის აღება და სოფელ ველკა მაჩაში წასვლა. დაკავებულია ერთი პირი“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. რამდენიმე დღის წინ […]