ხანძარი ბაქოში – 30 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბაქოში რესპუბლიკურ ნარკოლოგიურ ცენტრში გაჩენილ ხანძარს 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. სამაშველო სამსახურებმა ცეცხლის ჩაქრობა გამთენიისას შეძლეს. ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია.