პაპუა-ახალ გვინეაში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ენგას პროვინციაში დაფიქსირდა. ადგილობრივი მედია ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსხვერპლის რაოდენობა 30-ზე მეტია. ასევე დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი. იმედინიუსი
კატეგორია: მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერი 1 მლნ ევროს იძლევა ჟურნალისტ იან კუჩიაკის მკვლელობაზე ინფორმაციისთვის
სლოვაკი ჟურნალისტის იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი გოგონას მკვლელობის შესახებ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, სლოვაკეთის მთავრობა ერთ მილიონ ევროს იხდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტოს ვებ-გვერდზე ანონიმური შეტყობინებების გაგზავნაცაა შესაძლებელი. პროკურატუაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი ჟურნალისტის მკვლელობის გამოსაძიებლად. შეგახსენებთ, 27 წლის ჟურნალისტი, მეგობარ გოგონას ერთად, მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. ჟურნალისტს […]
არალეგალ ემიგრანტებს ეკლესიები იფარებენ ამერიკასა და გერმანიაში
გერმანიაში 400-მა ეკლესიამ მისცა თავშესაფარი მიგრანტებს, რომლებსაც დეპორტაციის ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონსერვატიული ნაწილი მიგრანტებისადმი აგრესიას ხშირად რელიგიური შეხედულებებით ამართლებს, ეკლესიები საპირისპიროდ იქცევიან. ქრისტიანები არალეგალებს ლეგალური თავშესაფრებით იცავენ. ჯერ კიდევ 2015 წელს, როცა გერმანიამ ლტოლვილებისთვის საზღვრები ფართოდ გახსნა, ეკლესიები ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდნენ მიმდინარე პროცესებში. მათი უმეტესობა ნერგავდა და ახორციელებდა პროექტებს მიგრანტების დასახმარებლად. როგორც […]
სირიის თაობაზე საიდუმლო გეგმას ვაშინგტონი და მოსკოვი განიხილავენ?
სირიაში მიმდინარე მოვლების გამწვავებას ანალიტიკოსები დიდ პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირებენ. „გარდიანის“ სიტყვებით, ის, რაც სირიაში ხდება, არის სუპერსახელმწიფოებს შორის კონფლიქტის შედეგი. ისინი ღრმად არიან შეჭრილი სირიის პროცესებში და მათი მოქმედებები უფრო აგრესიული ხდება. თურქული მედიის მონაცემებით, შემუშავებულია სირიის პრობლემის მოგვარების გეგმა. ის გასაიდუმლოებულია. მისი მიღება მოსკოვსა და ვაშინგტონზეა დამოკიდებული. ამ მიზნით ამ დღეებში რუსეთის წარმომადგენლები აშშ-ში […]
სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუჩიაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს
სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, იან კუჩიაკს და მისი მეგობარ ქალს, ცეცხლსასროლი იარაღიდამ ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.ინფორმაციასReuters-ი ავრცელებს. სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ 27 წლის კუჩიაკი და მისი მეგობარი გარდაცვლილები თავიანთ სახლში, ქალაქ ველკა მაჩაში იპოვეს. მოკლული ჟურნალისტი იან კუჩიაკი მუშაობდა ინტერნეტგამოცემისათვის Aktuality.sk. მისი ბოლო სტატია, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხებოდა […]
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავი პროტესტის ნიშნად დაიკეტა
ყველა ქრისტიანული კონფესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – მაცხოვრის საფლავი და მასზე მდებარე ტაძარი პროტესტის ნიშნად დაიხურა. პროტესტის მიზეზი იერუსალიმის მერიისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გეგმებია, რომლის თანახმადაც, კომპლექსს, შესაძლოა, მუნიციპალური გადასახადი დაეკისროს. კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც მაცხოვრის საფალვის ერთობლივ მართვას ახორციელებენ, აცხადებენ, რომ ეს არსებული “სტატუს-კვოს” დარღვევაა. მათი თქმით, იერუსალიმის ხელისუფლება აპირებს დაუწესოს გადასახადი ყველა […]
მასობრივი ცემა-ტყეპა ნტვ-ს პირდაპირ ეთერში – ვიდეო
ტოკ-შოუ საზოგადოებაში არსებული განწყობილებების სარკეა. რუსულ შოუებშიც ხშირია ჩხუბი. განსაკუთრებით ეს მაშინ ხდება, როცა საქმე უკრაინას შეეხება. დონბასში რუსეთი ჩიხში შევიდა. რუსული საზოგადოებაც ტაშს უკრავს წამყვანს, რომელიც მკვეთრ ანტიუკრაინულ პოზიციას აფიქსირებს და უკრაინელ პატრიოტებს ფიზიკურად უსწორდება. ნტვ-ს ტელეწამყვანმა ანდრეი ნორკინმაც უკრაინელების ცემა-შეურაცხყოფით გვარიანი კარიერა გაიკეთა. ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რუს ჟურნალისტად იქცა. გადაცემა “მესტო ვსტრეჩის” […]
რას მოხმარდება “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების 400 მილიონი დოლარი? – ნატო ტერორისტების წინააღმდეგ ახალ მისიას იწყებს
“ისლამური სახელმწიფოს” დაშლით სირია-ერაყში რომ ტერორიზმის საფრთხე არ დამთავრებულა, ამაზე მსოფლიოს გაერომაც შეატყობინა. გაეროს დამკვირვებლებმა დაახლოებით ორი კვირის წინ არ გამორიცხეს “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებების გაერთიანება ალ-ქაიდასთან. ბრიტანული მედიის მონაცემებით, “ისლამური სახელმწიფოს” ჯიჰადისტებმა ომში დამარცხების შემდეგ სირიიდან და ერაყიდან გამოიტანეს 400 მილიონ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, ტერორისტები ათეთრებდნენ ფულს. ისინი შუამავლების დახმარებით ყიდულობდნენ საწარმოებს ერაყში. ტერორისტებმა […]
სომალიში ტერაქტს 38 ადამიანი ემსხვერპლა
არგენტინაში რუსეთის საელჩოს სკოლაში 400 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს
არგენტინაში რუსეთის საელჩოს სკოლაში 400 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა Infobae იუწყება. კოკაინი 12 ჩანთაში ინახებოდა. აღნიშნულ საქმეზე ექვსი ადამიანი დააკავეს. რუსეთისა და არგენტინის შესაბამისი უწყებების ერთობლივი გამოძიების ფარგლებში ორი პირი არგენტინაში, ხოლო ოთხი რუსეთში დააკავეს. ნარკოტიკები ჯერ კიდევ 2016 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ამბავი მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. არგენტინის უსაფრთხოების მინისტრი პატრისია ბულრიჩი საქმის […]









