იერუსალიმში მაცხოვრის საფლავი პროტესტის ნიშნად დაიკეტა

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავი პროტესტის ნიშნად დაიკეტაყველა ქრისტიანული კონფესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – მაცხოვრის საფლავი და მასზე მდებარე ტაძარი პროტესტის ნიშნად დაიხურა.

პროტესტის მიზეზი იერუსალიმის მერიისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გეგმებია, რომლის თანახმადაც, კომპლექსს, შესაძლოა, მუნიციპალური გადასახადი დაეკისროს.

კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც მაცხოვრის საფალვის ერთობლივ მართვას ახორციელებენ, აცხადებენ, რომ ეს არსებული “სტატუს-კვოს” დარღვევაა. მათი თქმით, იერუსალიმის ხელისუფლება აპირებს დაუწესოს გადასახადი ყველა სახის უძრავ ქონებას, გარდა უშუალოდ ტაძრისა.

“წმინდა მიწაზე ქრისტიანებზე სისტემატიური და უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება, რაც არღვევს საბაზისო და სუვერენულ უფლებებს, რომელიც ანტიკური ხანიდან გაგვაჩნია. რაც აზიანებს იმ ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, რომელიც იერუსალიმის ქრისტიანულ თემსა და ადგილობრივ ხელისუფელბას შორის არსებობდა,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მართლმადიდებელი პატრიარქი, კათოლიკური ეკლესიის კუსტოსი (კურატორი) და სომხური ეკლესიის პატრიარქი აწერენ ხელს.

ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იქნება მაცხოვრის საფლავი დაკეტილი მნახველებისა და მრევლისთვის.

ნიუპოსტი