კატეგორია: მსოფლიო

კიევის სასტუმროში სააკაშვილის წასაყვანად სპეცრაზმი მივიდა

კიევის სასტუმროში სააკაშვილის წასაყვანად სპეცრაზმი მივიდა

კიევში იმ სასტუმროსთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმია მობილიზებული, – ამის შესახებ სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან პოროშენკომ სპეცრაზმი „ალფა“ გამოაგზავნა მიხეილ სააკაშვილის წასაყვანად. ყველანი იქ მივდივართ“, – წერს დავით საყვარელიძე. Sos! К гостинице Fairmont Grand Hotel Kyiv (ул.Набережно-Крещатицкая, 1) Порошенко прислал Альфу, чтобы забрать Михаила Саакашвили!!! […]

გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს

გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს

გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია WDR იუწყება. რეგიონის მთავრობა აღნიშნულის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია […]

ტაივანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ტაივანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ტაივანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.  მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:13 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5,0 მაგნიტუდაა. 7 თებერვალს, მიწისძვრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 23:50 საათზე ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 11 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, დაზიანდა ხიდები, […]

ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა, 150 დაკარგულად ითვლება

ტაივანში 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - 2 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა

ტაივანის ქალაქ ჰუალიანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, 150 კი დაკარგულად ითვლება. მუშაობა გრძელდება დანგრეული შენობების ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოსაყვანად. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 4,5 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი სახლია სრულად და ნაწილობრივ დანგრეული, დაზიანებულია ხიდები, გზის საფარი, ტროტუარებზე ღრმა ნაპრალები […]

ტაივანში 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 2 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა

ტაივანში 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - 2 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 188 ადამიანი დაშავდა ტაივანის ქალაქ ჰუალიანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, – ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხი იუწყება. მისივე ცნობით, 29 ადამიანი კვლავაც სასტუმრო „მარშალის“ ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 4,5 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი სახლია სრულად […]

ბრიუსელში, პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი იწყება

ბრიუსელში, პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი იწყება

ბრიუსელში, პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის სასამართლო პროცესი იწყება. ბელგიაში მისთვის წარდგენილი ბრალი პარიზის ტერაქტებს არ უკავშირდება. აბდესლამს ბელგიის პროკურატურა იარაღის უკანონო ტარებასა და პოლიციელების მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ნოემბრის პარასკევს, საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ […]

ჩინეთში 53 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – 4 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში 53 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - 4 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის იუნანის პროვინციის საავტომობილო ტრასაზე 53 ავტომობილი ერთამენთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის მიზეზი უამინდობა გახდა. პროვინციაში ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა, ასევე თოვლჭყაპი იყო, რის გამოც გზის საფარი მოიყინა. პირველის  ინფორმაციით, ავარიის შედეგად ასევე სამი ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული. ადგილზე საავარიო სამსახურები მუშაობენ.

ტაივანში მიწისძვრა მოხდა

ტაივანში მიწისძვრა მოხდა

ტაივანში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცენტრი ტაივანის აღმოსავლეთ სანაპირო იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბიძგები 7.8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. იმედინიუსი

თურქეთის სამხედრო ძალებმა აფრინში 900-მდე ტერორისტი გაანადგურეს

თურქეთის სამხედრო ძალებმა აფრინში 900-მდე ტერორისტი გაანადგურეს

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ქალაქ აფრინში ოპერაციის დასაწყისში 897 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინეს, – ამის შესახებ თურქეთის გენერალური შტაბი იუწყება. ВВС იუწყება, რომ თურქეთმა, ოპერაცია “ზეთისხილის რტოს” ფარგლებში, ავიაიერიშების დროს, ქურთების პარტია “დემოკრატიული კავშირისა” და “ისლამური სახელმწიფოს” 15 სამიზნე, საცეცხლე წერტილი და იაირაღის საწყობი გაანადგურა. ოპერაციაში მონაწილე თვითმიფრინავები ბაზაზე უვნებლად დაბრუნდნენ, მათივე ცნონებით, – ოპერაცია წინასწარი […]

რუსეთის პატრიარქის ქონება მილიარდ დოლარად შეაფასეს

რუსეთის პატრიარქის ქონება მილიარდ დოლარად შეაფასეს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის კირილის (გენდიაევი) პირადი ქონება, შესაძლოა, მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდეს. ამის შესახებ სერგეი ჩაპნინმა განაცხადა, რომელიც 2009–2015 წლებში რუსეთის საპრატრიარქოს ოფიციალური „მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალის“ რედაქტორის პოზიციას იკავებდა, – წერს საინფორმაციო სააგენტო „პოლიტსოვეტი“. პატრიარქის ქონების შესახებ ჩანაწერი მის ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა: „გუშინ საინტერესო სია გამოქვეყნდა „კრემლის ანგარიშიდან“ – მასში სამთავრობო ოლიგარქებიც არიან, მართლმადიდებელი […]