ქაბულში ტერაქტს 95 ადამიანი ემსხვერპლა, 158 დაშავებულია

ქაბულში ტერაქტს 95 ადამიანი ემსხვერპლა, 158 დაშავებულიაბოლო მონაცემებით, მინიმუმ 95 ადამიანი დაიღუპა და 158 დაშავდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დიპლომატიური კვარტალის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების დროს.

თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ ავტომობილში თავი აიფეთქა. აფეთქების ტალღამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები დააზიანა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქაბულში ეს უკვე მეორე ტერაქტია.

პირველი