რუსეთის კულტურის სამინისტრომ ბრიტანული სატირული კომედიის “სტალინის სიკვდილი” კინოგაქირავებაში ჩაშვების ნებართვა გამოითხოვა. ფილმის ჩვენება რუსეთში 25 იანვარს გამართულიყო. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მანამდე კი ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა, რომელსაც კინოს სპეციალისტები, სახელმწიფო დუმის დეპუტატები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი მათგანი მისი აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა. კომედიაში, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა არმანდო იანიჩიმ გადაიღო, […]
კატეგორია: მსოფლიო
ვახტანგ მაისაია: “კონფლიქტი თურქეთ-სირიის საზღვარზე კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის”
საქართველოს საზღვრებიდან 500 კილომეტრში ახალი კონფლიქტი ძალას იკრებს თურქეთსა და სირიელ ქურთებს შორის, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკა. “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აფასებს შექმნილ ვითარებას და ამბობს, რომ ახალი კონფლიქტი საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიაში არსებულ ძალთა ბალანსს შეცვლის. ვახტანგ მაისაია: – ამერიკელებმა წამოაყენეს იდეა, შექმნილიყო გაერთიანებული ფრონტი ბაშარ ასადის წინააღმდეგ. […]
გერმანიაში ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელი მოკლა
გერმანიაში ქალაქ დორტმუნდში 15 წლის სკოლის მოსწავლე 14 წლის თანაკლასელი მოკლა. მოზარდი დაკავებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დილის 8:00 საათზე მოხდა. პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის მუხლის აღძრა. გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილს გერმანიის გარდა ყაზახეთის მოქალაქეობაც აქვს.
თურქი ექსპერტები – „თურქეთი შეიძლება აიძულონ, ჩაებას მსხვილმასშტაბიან ომში“
სირიაში ომის დამთავრებულად გამოცხადების მიუხედავად, სირიაში მშვიდობა მოსალოდნელი არ იყო. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ბოლომდე დაშლილი არ არის. სირიასა და ერაყში ჯერ კიდევ რჩებიან მისი წევრი ჯიჰადისტები. სირიაში მოქმედებას აგრძელებენ ე.წ.ზომიერი ოპოზიციონერები, რომლებიც უპირისპირდებიან როგორც ასადის რეჟიმს, ისე „ისლამურ სახელმწიფოს“ და „ჯებხატ ან ნუსრას“. ამას ემატება თურქეთის ტრადიციული დაპირისპირება ქურთებთან. თურქეთის მხრიდან სირიის ქურთებით დასახლებულ […]
ქაბულში, სასტუმრო ინტერკონტინენტალზე თავდასხმისას 43 ადამიანია დაღუპული
ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, რომელიც ავღანეთის სამართალდამცავი სტრუქტურების წყაროს ეყრდნობა, ქაბულში, სასტუმრო Intercontinental-ზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ადრე ავღანეთის შსს მხოლოდ 5 დაღუპულზე საუბრობდა. დაღუპულებს შორისუცხოელებიც არიან. ტელეარხის ცნობით, თავდამსხმელები სასტუმროს 18 საათის განმავლობაში იკავებდნენ. ამჟამად შენობა გათავისუფლებულია და ხუთივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს, 21 საათზე სასტუმრო ,,ინტერკონტინენტალში“ 5 შეიარაღებული პირი შეიჭრა […]
თურქეთის არმიის ტანკები და ჯავშანტექნიკა აფრინის პროვინციაში შევიდნენ
თურქეთის არმიის ტანკები და ჯავშანტექნიკა აფრინის პროვინციის ტერიტორიაზე შევიდნენ და საბრძოლო დახმარება აღმოუჩინეს ოპოზიციურ “სირიის თავისუფლების არმიის” მებრძოლებს ქურთთა სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში.ქურთი მებრძოლები, თურქეთის არმიის ქვედანაყოფებს მცირე წინააღმდეგობას უწევენ და სირიის შუაგული რეგიონებისკენ იხევენ უკან. თურქეთის არმიის ოპერაცია “ზეთისხილის რტო” შაბათს, 20 იანვარს, ქურთი მებრძოლების პოზიციებზე საავიაციო დარტყმებით დაიწყო. ნიუპოსტი
აშშ-ში მოკლული ქართველი მამაკაცი ქუთაისელი დავით კანდელაკია
აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. მეორე გარდაცვლილი 31 წლის ჯოშუა რეისია, რომელსაც აღნიშნული სახლი ეკუთვნოდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა. დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა. პოლიციამ ორი მოკლული […]
თურქეთში ბავშვებით სავსე ავტობუსი ხეებს შეეჯახა – დაიღუპა 11, დაშავდა 44 ადამიანი
თურქეთის პროვინცია ესკიშეჰირში ავარიას ავტობუსში მყოფი 11 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დაშავდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ პროვინციის გუბერნატორ ოზდემირ ჩაკაჯაკზე დაყრდნობით წერს. – ავტობუსი, რომლითაც ანკარადან ექსკურსიაზე სკოლის მოსწავლეები მიემართებოდნენ, გზის ნაპირას ხეებს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 44 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მძღოლები დაკავებულები არიან, […]
ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება. მიწისძრის ეპიცენტრი ქალაქ ილამის დასავლეთით, 76 კმ-ში, 48 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, ირანში ძლიერი მიწისძვრა გასული წლისნ 12 ნოემბერს მოხდა და 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ნიუპოსტი










