ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება.

მიწისძრის ეპიცენტრი ქალაქ ილამის დასავლეთით, 76 კმ-ში, 48 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, ირანში ძლიერი მიწისძვრა გასული წლისნ 12 ნოემბერს მოხდა და 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ნიუპოსტი