ნიუ-იორკში ტრამპ თაუერის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. ადგილზე სახანძრო სამსახური მუშაობს. ხანძრის მიზეზებზე და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ინტერპრესნიუსი
კატეგორია: მსოფლიო
აფეთქება სტოკჰოლმში – ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურთან ამოქმედდა
აფეთქება სტოკჰოლმში – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურთან ამოქმედდა. მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი. მათ შორის 60 წლის მამაკაცი, რომელმაც მიწაზე დაგდებული საეჭვო ნივთი ხელში აიღო, რა დროსაც ის აუფეთქდა. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული. დეტალების გარკვევამდე დაიხურა რამდენიმე მეტროსადგური.
ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი დააპატიმრეს
ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი მანიფესტანტების მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული გაზეთი Alquds Al-Arabi იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი ქალაქ ბუშერში საჯარო გამოსვლისას ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ახმადინეჯადის დაკავების ფაქტს ებრაული გამოცემა Times of Israel-იც ადასტურებს. გაზეთის ინფორმაციით, ბუშერში გამოსვლისას ახმადინეჯადიმ ხელისუფლებას ხალხის პრობლემების იგნორირება დააბრალა. მისი გამოსვლა თეირანში საპროტესტო გამოსვლების წახალისებად შეაფასეს და ექსპრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ირანის ექსპრეზიდენტის დაკავების ფაქტი ოფიციალურ დონეზე ამ დრომდე არ დასტურდება. მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები […]
ჩინეთის სანაპიროსთან ტანკერი გემს შეეჯახა – 32 ადამიანი დაიკარგა
ჩინეთის სანაპიროსთან პანამის ნავთობის ტანკერსა და ჰონგ-კონგის სატვირთო გემს შორის შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ჩინური მედია იუწყება. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 6 იანვარს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, მდინარე იანძის სათავესთან მოხდა. შეჯახების შედეგად ნავთობის ტანკერის ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა. აღნიშნული გემი ირანულ კომპანიას BRIGHT SHIPPING LIMITED-ს ეკუთვნის. გემზე საერთო ჯამში 32 ადამიანი იმყოფებოდა, […]
ირანში მიწისძვრა მოხდა – 8 ადამიანი დაშავდა
საუდის არაბეთში 11 პრინცი დააკავეს
საუდის არაბეთის გვარდიამ სამეფო სასახლეში პროტესტისთვის 11 პრინცი დააკავა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა „საბქი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, სამეფო ოჯახის წევრები მეფე სალმან იბნ აბდელ-აზიზ ალ საუდის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის თანახმადაც პრინცების მიერ მოხმარებული წყლისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეწყდა. ასევე პრინცებმა განაცხადეს, რომ მათი ბიძაშვილის სიკვდილით დასჯისთვის ფულადი კომპენსაციის მიღება […]
სირიაში 7 რუსული თვითმფრინავი განადგურდა
სირიაში ხმეიმიმის რუსულ ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 თვითმფრინავი განადგურდა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. ტერორისტებმა ბაზა ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს. თვითმფრინავების გარდა იარაღის საწყობიც განადგურდა. გუშინ კი სირიაში რუსული საბრძოლო ვერტმფრენის Ми-24-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ნიუპოსტი
ქარიშხალ ”ელეონორას” გამო ეიფელის კოშკი დაიკეტა – 200.000 კაცს შუქი არ მიეწოდება
პარიზის მთავარი ღირშესანიშნაობა-ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის ძლიერი ქარიშხლის გამო დროებით დაიკეტა ინფორმაციას ამის შესახებ კოშკის ადმინისტრაცია ავრცელებს. საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარიშხალ „ელეონორის“ სიჩქარემ საათში 140 კილომეტრს მიაღწია. საფრთხის ნარინჯისფერი დონე ქვეყნის 51 დეპარატმენტშია გამოცხადებული. საფრანგეთში სტიქიის გამო 200. 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, კი ამ დროისთვის 9 ადამიანია დაშავებული, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. იმედინიუსი
კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო
კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 11 იანვრამდე გადადო. ამის მიზეზი სასამართლოს დარბაზში იმ დეპუტატების დაუსწრებლობა გახდა, რომლებიც სააკაშვილს პეჩერის რაიონულ სასამართლოში თავდებში დაუდგნენ. მოსამართლის აზრით, აუცილებელია აღნიშნული დეპუტატების მოსმენა. სააკაშვილის ადვოკატებმა ერთი საათი ითხოვეს, რომ ყველა დეპუტატთან დაერეკათ, თუმცა საქმის პროკურორმა სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ სასამართლოს სხდომა 11 იანვრის 13:10 საათამდე […]










