სირიაში ხმეიმიმის რუსულ ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 თვითმფრინავი განადგურდა.
რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. ტერორისტებმა ბაზა ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს. თვითმფრინავების გარდა იარაღის საწყობიც განადგურდა.
გუშინ კი სირიაში რუსული საბრძოლო ვერტმფრენის Ми-24-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
ნიუპოსტი