კატეგორია: მსოფლიო

ვაშინგტონი-სეულის ავიარეისზე ქალი გარდაიცვალა – თვითმფრინავი ავარიულად ხაბაროვსკში დაჯდა

ვაშინგტონი-სეულის ავიარეისზე ქალი გარდაიცვალა - თვითმფრინავი ავარიულად ხაბაროვსკში დაჯდა

კომპანია „Korean Air“-ის კუთვნილი „ბოინგი 777“, რომელიც ვაშინგტონიდან სეულში მიფრინავდა, ხაბაროვსკში ექსტრემალურად დაჯდა. პილოტის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბორტზე აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალება გახდა. ინფორმაციას რუსული მედიაავრცელებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ქალის სიკვდილი მიზეზი გულის უკმარისობა იყო. იმედინიუსი

ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს – ცერემონია კარავში გაიმართა

ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს - ცერემონია კარავში გაიმართა

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა, დაახლოებით, 1 საათის წინ წარადგინა. ცერემონია მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე, საგანგებოდ აგებულ კარავში, გაიმართა. კანონის თანახმად, ნასამართლეობის გამო, ალექსეი ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს. თუმცა, ოპოზიციის ლიდერი საპრეზიდენტო მარათონში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მაინც ერთვება. ნავალნი ფიქრობს, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერა აიძულებს ცესკოს, ის კანდიდატად ოფიციალურად მაინც […]

ლოს-ანჯელესში „მაჩეტეთი“ შეიარაღებულმა მამაკაცმა 8 ადამიანი დაჭრა

ლოს-ანჯელესში „მაჩეტეთი“ შეიარაღებულმა მამაკაცმა 8 ადამიანი დაჭრა

ლოს-ანჯელესში, სახეზე აირწინაღითა და „მაჩეტეთი“ შეიარაღებული უცნობი მამაკაცი ადამიანებს თავს დაესხა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც დამნაშავეს ცეცხლი გაუხსნა. უცნობი მამაკაცი დაჭრილია. მანამდე კი მან რვა ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა. პოლიცია ჯერჯერობი ამ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაციას არ აძლევს.

ისრაელი იუნესკოს დატოვებას აპირებს

ისრაელი იუნესკოს დატოვებას აპირებს

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობას იუნესკოს დატოვების პროცედურის დაწყება დაავალა. მისი დავალებით, ისრაელის ელჩი იუნესკოში ისრაელის გასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებას საშობაო არდადეგების შემდეგ წარადგენს. ისრაელის პრემიერმა პროცედურის დაწყების შესახებ განკარგულება გენერალურ ასამბლეაში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციის ხმათა უმრავლესობით მიღების შემდეგ გასცა. იუნესკოს წესდების თანახმად, ისრაელი ორგანიზაციიდან გასვლას 2018 წლის ბოლოსთვის დაასრულებს.

კატალონიის პარლამენტის არჩევნებში სეპარატისტებმა გაიმარჯვეს

კატალონიის პარლამენტის არჩევნებში სეპარატისტებმა გაიმარჯვეს

კატალონიაში გუშინ გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმ პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომლებიც მხარს უჭერენ კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი არჩევნებზე პარტია „მოქალაქეებმა“ დაიკავა, რომელიც მხარს უჭერს კატალონიის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენას, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის პარტიებმა ჯამში მეტი ხმა მიიღეს. კატალონიის მომავალ პარლამენტში პარტია „მოქალაქეები“ 37 ადგილს მიიღებს, ხოლო კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სამი პარტია კი […]

ნიკი ჰეილი – ”ამ დღეს გაგახსენებთ, ამერიკასთან ფულის სათხოვნელად რომ მოხვალთ”

ნიკი ჰეილი - ”ამ დღეს გაგახსენებთ, ამერიკასთან ფულის სათხოვნელად რომ მოხვალთ”

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე გაერო-ს წევრებს მოუწოდა, ამერიკისადმი უპატივცემულობა არ გამოაჩინონ. მისი თქმით, დღევანდელი რეზოლუცია თავდასხმას წარმოადგენს აშშ-ზე და მის უფლებაზე, აწარმოოს სუვერენული პოლიტიკა. როგორც ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა განსაზღვროს, თუ სად განათავსებს თავის საელჩოს. – უნდა განვაცხადო: როდესაც ჩვენ დიდი ოდენობით ფულადი წვლილი შეგვაქვს გაერო-ში, ჩვენ […]

ნეთანიაჰუ – ”გაერო ტყუილების სახლია”

ნეთანიაჰუ - ”გაერო ტყუილების სახლია”

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, გაერო „ტყუილების სახლია“. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასე გამოეხმაურა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭს დღეს უყრიან. – ისრაელის სახელმწიფო კენჭისყრას არ აღიარებს. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ქვეყნების საელჩოები, პირველ რიგში აშშ-ს საელჩო, იერუსალიმში გადმოვა, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელისადმი დამოკიდებულება გაერო-ს კედლების გარეთ ბევრ ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე […]

ირანში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქშიც

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმური ცენტრი (EMSC) იუწყება. მიწისქვეშა მიძგები 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ნოემბრის შუა რიცხვებში ირან-ერაყის საზღვრაზე, ქერმანშახში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ბოლო ინფორმაციით 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისქვეშა ბიძგები რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იგრძნობოდა, მათ შორის კუვეიტში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და […]

ბერლინის “ყვითელი ბარათი” კიევს – მერკელი პოროშენკოს მკაცრად აკრიტიკებს

ბერლინის "ყვითელი ბარათი" კიევს - მერკელი პოროშენკოს მკაცრად აკრიტიკებს

უკრაინაში “შეუჩერებელი” კორუფცია ქვეყნის ხელისუფლებიდან იწყება- განცხადება ამის შესახებ ანგელა მერკელის თანაპარტიელებმა ელმარ ბროკმა და ნორბერტ რეტენგერმა”ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთეს. ბუნდესტაგის წევრი რობერტ რეტენგერიკორუფციასთან არასათანადო ბრძოლის გამო პეტრო პოროშენკოს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პოროშენკომ უნდა გადაწყვიტოს-“სურს მას იყოს პრეზიდენტი, თუ ოლიგარქი – ქვეყანა თუ ფული”. დეპუტატის განცხადებით უკრაინამ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას კორუფციის წინააღმდეგ და ეს ქვეყნის ხელისუფლებიდან […]

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – 2 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - 2 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში ნენეცის ავტონომიურ ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი “Ан-2” ჩამოვარდა , რომეოლიც ასრულებდა რეისს აეროპორტ ნარიან-მარიდან. აფრენის დროს ის ჩამოვარდა, ბორტზე სულ 13 მგზავრი და ორი მფრინავი იმყოფებოდა. დაშავდა 11 მგზავრი, გარდაცვლილია ორი ადამიანი მათ შორის ერთი ბავშვია.