ნიკი ჰეილი – ”ამ დღეს გაგახსენებთ, ამერიკასთან ფულის სათხოვნელად რომ მოხვალთ”

ნიკი ჰეილი - ”ამ დღეს გაგახსენებთ, ამერიკასთან ფულის სათხოვნელად რომ მოხვალთ”გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე გაერო-ს წევრებს მოუწოდა, ამერიკისადმი უპატივცემულობა არ გამოაჩინონ. მისი თქმით, დღევანდელი რეზოლუცია თავდასხმას წარმოადგენს აშშ-ზე და მის უფლებაზე, აწარმოოს სუვერენული პოლიტიკა.

როგორც ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა განსაზღვროს, თუ სად განათავსებს თავის საელჩოს.

– უნდა განვაცხადო: როდესაც ჩვენ დიდი ოდენობით ფულადი წვლილი შეგვაქვს გაერო-ში, ჩვენ ასევე მოველით, რომ პატივს გვცემენ და რა ხდება?! ჩვენ გვთხოვენ გადავიხადოთ საეჭვო პრივილეგიისთვის, რომ უპატივცემულოდ მოგვექცნენ, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.მისი თქმით, დღევანდელმა რეზოლუციამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ აშშ შეწყვეტს გაერო-ს დაფინანსებას.

– თუ ჩვენი ინვესტიციები წარუმატებელია, ჩვენ ვალდებულება გვაქვს, ეს ინვესტიციები სხვაგვარად მოვიხმაროთ, – განაცხადა მან.

გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ დაიმახსოვრებს ამ დღეს, როდესაც აშშ-ს კვლავ სთხოვენ ყველაზე დიდი ფულადი შენატანი გააკეთოს გაერო-ში.

– აშშ დაიმახსოვრებს ამ დღეს, როდესაც სხვა ქვეყნები აშშ-სთან დახმარებისთვის მოვლენ, – დასძინა მან.

ინტერპრესნიუსი