მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ნაბლუსში ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. აქტივისტებმა სამხედროებს ქვები დაუშინეს, მათ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ახლო აღმოსავლეთში არეულობის ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.
კატეგორია: მსოფლიო
სააკაშვილი – ”პუტინმა ვერა და ვერ დამივიწყა”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. „ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა! შემთხვევითობა გგონიათ ის, რომ მისი თეზისები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრებსა და ტერმინოლოგიას სრულად ემთხვევა?“ – დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინმა სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. – ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს […]
პუტინი – გინდათ, რომ რუსეთის ქუჩებშიც სააკაშვილებმა ირბინონ?
რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინს კითხვა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა დაუსვა. სობჩაკის შეკითხვა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო არჩევნებზე მის დაუშვებლობას ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს საქმეები შეთითხნილად ცნო. – მე ოპოზიციის შესახებ შეკითხვას უკვე ვუპასუხე. ოპოზიციას პოზიტიური ქმედებების ნათელი და გასაგები პროგრამა უნდა ჰქონდეს. აი, […]
პუტინი – ”სააკაშვილმა ქართველ და უკრაინელ ხალხებს სახეში შეაფურთხა”
– ეს ქართველი და უკრაინელი ხალხის მიმართ სახეში შეფურთხებაა. როგორ ითმენთ ამას? ის იყო საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტი, ახლა კი დარბის მოედნებზე და ყვირის – მე უკრაინელი ვარ. რა, უკრაინაში ნორმალური უკრაინელი აღარ გყავთ? ეს ძალიან საცოდავი საყურებელია. გული მეწვის, – განაცხადა რუსეთ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე. ოდესის ყოფილ გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. კიევში, […]
კანადაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
კანადაში, ავიაკომპანია West Wind Aviation-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ATR-42 ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 22 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდნენ. ინციდენტი ფონდ-დიუ-ლაკის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე მოხდა. პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაღუპულების შესახებ ცნობები არ არის. კანადის ტრანსპორტის სამინისტრომ მომხდარის გამოძიება დაიწყო. იმედინიუსი
57-მა მუსლიმურმა ქვეყანამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე მიიღეს. ამასთან, ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოიწოდა, რომ პალესტინა სახელმწიფოდ, ხოლო იერუსალიმი მის ოკუპირებულ დედაქალაქად აღიარონ. ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ფორუმზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. სამიტი სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა. „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შემადგენლობაში 57 მუსლიმური ქვეყანა შედის. იერუსალიმი დღეს მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას […]
პარიზის აეროპორტიდან უსახლკარო პირმა 300 ათასი ევრო მოიპარა
პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტიდან უსახლკარო პირმა 300 ათასი ევრო მოიპარა. ამის შესახებ გაზეთი Le Parisien წერს. გაზეთის ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირეს, რომ 50 წლამდე მამაკაცი ფინანსური კომპანია Loomis-ის ოფისთან განლაგებულ სანაგვე ურნებში იქექებოდა. მოულოდნელად მან დაინახა, რომ კომპანიის ოფისის კარები ღიაა. რამდენიმე წუთში მან ოფისი ფულით სავსე ორი ჩანთით დატოვა. პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. […]
ერდოღანი – ”ვაღიაროთ იერუსალიმი პალესტინის ოკუპირებულ დედაქალაქად”
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საერთაშორისო თანამეგობრობას იერუსალიმის პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა. – ვთავაზობ ქვეყნებს, რომლებიც საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობას ითხოვენ, იერუსალიმი პალესტინური სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად აღიარონ, – განაცხადა ერდოღანმა. – ქვეყნებმა, რომლებსაც პალესტინური სახელმწიფო ჯერ არ უღიარებიათ, უნდა გადადგან ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა დაცული იყოს […]
ლუცენკო მიდის – უკრაინის გენპროკურორი თანამდებობას ტოვებს?
ლუცენკოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატბის მხრიდან, ლუცენკოს, ანტიკორუფციული ბიუროს დისკრედიტაციაში დადანაშაულების ფაქტსაც უკავშირდება. უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო თანამდებობას ტოვებს. Front News International-ის წყაროს ინფორმაციით, ლუცენკომ ამის შესახებ პეტრო პოროშენკოსაც შეატყობინა.წყაროს ინფორმაციით, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მან პრეზიდენტს პირობა მისცა, რომ უკრაინის გენერალური პოსტის თანამდებობაზე […]
ირანის აღმოსავლეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ირანის აღმოსავლეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა რყევები ადდილობრივი დროით 00:41 წუთზე დაფიქსირდა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა ქერმანის რაიონში, სოფელ ჰეჯაკთან ახლოს მოხდა. ამ დრომდე მსვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 1 დეკემბერს, ირანში ქერმანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდას აღწევდა. მიწისძვრის დროს 51 ადამიანი დაშავდა. 12 […]










