კოლონიაში, ნავალნის გარდაცვალების მიზეზად დედამისს „უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს

კოლონიაში, ნავალნის გარდაცვალების მიზეზად დედამისს „უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელესკოლონიის წარმომადგენლებმა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიზეზად დედამისს „უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს. ინფორმაციას კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი, ივან ჟდანოვი ავრცელებს.

„როცა ადვოკატი და ალექსეის დედა დღეს დილით კოლონიაში მივიდნენ, მათ უთხრეს, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი: უეცარი სიკვდილის სინდრომია”, – წერს ჟდანოვი.

ამასთან, ნავალნის პრესმდივნის კირა იარმიშის თქმით, საგამოძიებო კომიტეტი და კოლონია სხვადასხვა ინფორმაციებს აწვდიან. მაგალითად, იარმიშის განცხადებით, საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დაუდგენელია.