რუსეთში, ქართველ მებრძოლს მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში, ქართველ მებრძოლს მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯესრუსეთში,ქართველ მებრძოლს მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი მარიუპოლის მცველებს შორის იყო და “აზოვსტალი” მხოლოდ ქარხნის დატოვებისა და ჩაბარების შესახებ უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ დატოვა.

მას ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მოკვლა, ამასთან ყველანაირი მოლაპარაკების მცდელობა რუს სამხედრო ტყვეებზე მისი გაცვლისა, უშედეგო აღმოჩნდა.

უკრაინაში მებრძოლ 22 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახს, რომელიც ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს,დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესი სასამართლოსგან განაჩენის შესახებ ოფიციალური ცნობა ჯერჯერობით არ მიუღიათ. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

გაწერელიას დედა დალი ჩხეიძე ამბობს, რომ შვილს ბოლოს 19 თებერვალს ესაუბრა. იგი ოფიციალური უწყებებიდან დახმარებას ითხოვს. მას ასევე ეჭვი აქვს, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია.
ოჯახი დახმარების თხოვნით დაუკავშირდა საქართველოსა და უკრაინის ოფიციალურ უწყებებს, ასევე, წითელ ჯვარსა და სახალხო დამცველს.

„ყველას დავუკავშირდებით, უკრაინის საელჩოშიც მივალთ. არ უნდა მოკლან. ვიცით, ის ვერ გადარჩება იქ. ვითხოვ დახმარებას“,-ამბობს გაწერელიას დედა.

სოხუმელი მამუკა გაწერელია 2022 წლის 20 მაისს ტყვედ ჩავარდა.
მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას “აზოვსტალის” დატოვების შესახებ.

მისი მამა აფხაზეთის ომის მონაწილეა, თავად მამუკა კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მებრძოლია.