„თქვენ ჩვენს გულებში ხართ” – შერონ სტოუნი უკრაინელ ხალხს

„თქვენ ჩვენს გულებში ხართ” - შერონ სტოუნი უკრაინელ ხალხსჰოლივუდის მსახიობმა შერონ სტოუნმა უკრაინელების სოლიდარობის ნიშნად ლურჯი და ყვითელი სანთელი დაანთო. მსახიობმა ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

„ამ სანთელს უკრაინელების პატივსაცემად ვანთებთ. ჩვენ მას ვუძღვნით პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხალხს, რადგან გვსურს იცოდეთ, რომ ძალიან გვიყვარხართ. ვწუხვართ, თქვენი დანაკარგვის გამო. ჩვენს გულებში ხართ”, – თქვა შერონ სტოუნმა.

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი უჭერს უკრაინას მხარს. ბევრი ცნობილი სახე არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას უერთდება და სხვადასხვა ფორმით გამოხატავს თანადგომას.