სროლა თელ ავივში – 2 ადამიანი დაიღუპა, 8 დაიჭრა

სროლა თელ ავივში - 2 ადამიანი დაიღუპა, 8 დაიჭრაისრაელში, თელ-ავივის ცენტრში სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 – დაიჭრა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, იჩილოვის სამედიცინო ცენტრის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილებიდან 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საავადმყოფოში კიდევ 8 დაჭრილს მკურნალობენ, მათგან ოთხს ოპერაცია უტარდება და მძიმე მდგომარეობაშია, კიდევ ორი საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი კი – მსუბუქადაა დაშავებული.

ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციის მოთხოვნით, თელ-ავივის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა გაჩერებულია, რადგან პოლიციელები მსროლელის ძებნას აგრძელებენ.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ თავდასხმის ადგილისკენ გადაადგილებისგან, რადგან შეკრებილი ხალხი პოლიციელების მუშაობას ართულებს.