კატეგორია: მსოფლიო

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაკავებულია 14 ადამიანი

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ გამართული მასშტაბური დემონსტრაციის პარალელურად, 3-თვიანი საგანგებო მდგომარება თურქეთის ვიცე პრემიერმა, ნუმან ქურთუმლუშმა გამოაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდება უსაფრთხოების ზომები. თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ სტამბოლში ასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა. დემონსტრანტებს მოჰქონდათ პლაკატები წარწერით “სიმართლე ჩვენს მხარესაა, […]

ლისაბონში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში თვითმფრინავი აფეთქდა და დასახლებულ პუნქტში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და არიან დაშავებულებიც, ამიტომ გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თვითმფრინავი მარსელში მიფრინავდა და მასზე 4 ადამიანი იმყოფებოდა. ოთხივე მათგანი გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა თვითმფრინავი სუპერმარკეტთან ახლოს ჩამოვარდა დასახლებულ პუნქტში და ერთი ადამიანიც გარდაცვალება უკვე დადასტურებულია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ხოლო […]

თურქეთის ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს

თურქეთის ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე ერდალ აქსიუნღერიმ განაცხადა. ამ მომენტისთვის ბიულეტენთა 99,99%-ის დამუშავების შემდეგ, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მომხრეები იმარჯვებენ. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ამომრჩეველთა 51,34% უჭერს მხარს. – საარჩევნო უბნების 37%-თან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრეტენზიები, თუმცა ჯერ ყველა ბიულეტენი დამუშავებული არ არის და პრობლემური […]

რა შემთხვევაში დაიწყება მესამე მსოფლიო ომი

მსოფლიოში მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება. რამდენიმე დღის წინ ექსპერტები და ქვეყნების ლიდერები საუბრობდნენ მსოფლიოში დამყარებულ ახალ რეალობაზე, რომელიც მოჰყვა სირიის შაირათის ბაზაზე განხორციელებულ იერიშს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში სხვა აქცენტებია. მთავარი ყურადღება გადატანილია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შენელებაზე. ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ დღეებში მსოფლიოში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში, გლობალური ცვლილებები არ მომხდარა, მოსკოვი და ვაშინგტონი […]

ამ დროისთვის არსებული შედეგებით, თურქეთის მოსახლეობის 51,40 % საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე დღეს ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99,34% უკვე დათვლილია. მონაწილეთა ხმების 99,34% უკვე დათვლილია. ბიულეტენების აღნიშნული რაოდენობის დათვლის შედეგებით, ამომრჩეველთა 51,40%-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას. დღეს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა – „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა. ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის […]

ტრამპმა ელისაბედ II-ის ოქროს კარეტით გასეირნება მოისურვა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა სურვილი, გაისეირნოს დედოფალ ელისაბედ II-ის ოქროს კარეტით. ამის გაკეთება მას სურს ოქტომბერში, როდესაც დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. ბრიტანულმა სპესცამსახურებმა ამერიკელები გააფრთხილეს, რომ ასეთი პროცესია უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მოითხოვს.

22 აპრილს სისხლი დაიღვრება _ გერმანულმა გაზეთმა ექსტრემისტული წერილი მიიღო

გერმანიის ფედერალური პროკურატურა ექსტრემისტული შინაარსის წერილის ავთენტურობას სწავლობს, რომელიც გერმანულმა გაზეთმა ”ტაგელშპიგელმა” მიიღო. წერილის ავტორი ამტკიცებს, რომ 22 აპრილს სისხლი დაიღვრება. როგორც გამოცემა იუწყება, 22 აპრილს კიოლნში დემონსტრაცია უნდა გაიმართოს, რომელიც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სხდომის წინააღმდეგ არის მიმართული. თავის მხრივ, გერმანიის სპეცსამსახურები სერიოზულად განიხილავენ ამ მუქარას, ვინაიდან დორტმუნდში მომხდარი შემთხვევის შემსრულებელი ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. […]

ნაგავსაყრელის ჩამონგრევამ შრი-ლანკაში 16 ადამიანი იმსხვერპლა

16 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაიღუპა შრი-ლანკაში ნაგავსაყრელის ჩამონგრევის გამო. ნაგავსაყრელი ქალაქის ღარიბ უბანში იყო განთავსებული. ნაგავსაყრელი, რომლის სიმაღლე 90 მეტრს აღემატებოდა, წვიმების გამო ჩამოინგრა და ღარიბების საცხოვრებელ სახლებს დაეცა. უბნის მოსახლეობა ყოველდღიურად აფრთხილებდა ქალაქის ხელისუფლებას, რომ ეს ნაგავსაყრელი გაეტანათ. მასზე ყოველდღიურად 80 ტონამდე ნარჩენები, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ემატებოდა. დაზარალებულთა სახლების ნაწილის გაწმენდა […]

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული იარაღით დაემუქრა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას ბირთვული იარაღის გამოყენებით უპასუხებს, – აღნიშნულის შესახებ კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ცოი რიონ ხემ განაცხადა. – ჩვენ ბირთვული იარაღით გავანადგურებთ აშშ-ის ბირთვულ იარაღს, – აღნიშნა მან. – თუ აშშ გაბედავს და პროვოკაციაზე წავა, ჩვენ დაუყოვნებლივ განვახორციელებთ გამანადგურებელ დარტყმას, ბირთვულ ომს ჩვენ ბირთვული დარტყმით ვუპასუხებთ, – […]

მარინ ლე პენმა ევროკავშირს მარცხი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა ევროკავშირი გააკრიტიკა და მას დიდი მარცხი უწოდა. ლე პენის აზრით ევროკავშირს სარგებელი არ მოაქვს: –ევროკავშირი მარცხია, განსაკუთრებით ევროზონა. თუ საფრანგეთის პრეზიდენტი გავხდი, მაშინ ფრანგებს რეფერენდუმზე ვკითხავ სურთ თუ არა მათ ევროკავშირში დარჩენა– განაცხადა მარინ ლე პენმა. ლე პენმა ბრექსიტის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ ბრიტანელი […]