თურქეთის ქალაქებში მეხუთე დღეა აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ითხოვს. გუშინდელი აქცია ისევ დაკავებებით დასრულდა. ბეშიქთაშში 300-ზე მეტი ადამიანი ერდოღანის საწინააღმდეგო ლოზუნგებით და ათათურქის პოსტერებით გამოვიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 19 ადამიანი. საარჩევნო საბჭოს რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნითაც რამდენიმე ოპოზიციურმა ჯგუფმაც მიმართა. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი თურქეთში 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობა 55 მილიონზე […]
კატეგორია: მსოფლიო
ათენში ევრობანკში ბომბი აფეთქდა
საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში, ევრობანკის ერთ-ერთ განყოფილებაში ბომბი აფეთქდა. უცნობმა პირმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში დარეკა და განაცხადა, რომ ბანკის შენობაში ბომბი დაამონტაჟა, რომელიც 35 წუთში აფეთქდებოდა. პოლიციამ ბანკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. სამართალდამცველებმა ბანკის შესასვლელთან ჩანთა იპოვეს. ბომბი სწორედ იმ დროს აფეთქდა, რა დროც უცნობმა პირმა სატელეფონო საუბრისას დაასახელა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ბანკისა და ახლოს […]
პარიზში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი და თანაკლასელები მძევლად აიყვანა
პარიზის გარეუბანში, სენ-დენის ლიცეუმის 17 წლის მოსწავლემ მასწავლებელი და თანაკლასელები მძევლად აიყვანა და მათ დახოცვით ემუქრებოდა. Le Parisien-ის ცნობით, ამის მიზეზი სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმული “დამამცირებელი კომენტარები” იყო. გამოცემის თანახმად, ბიჭი ნაჯახით იყო შეიარაღებული და კლასელებს დახოცვით ემუქრებოდა. ერთსაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მასწავლებლემა ახალგაზრდის განიარაღება შეძლო. მოზარდი პოლიციამ დააკავა. დაკითხვის დროს, ბიჭმა აღიარა, რომ კლასელების […]
ბრიტანეთის პარლამენტს 3 მაისს დაითხოვენ
ბრიტანეთის პარლამენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 8 ივნისს ჩატარების თაობაზე პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ინიციატივას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა 522-მა პარლამენტარმა, 13 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონის შესაბამისად, მოქმედ პარლამენტს 3 მაისს დაითხოვენ. გუშინ ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 8 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს. მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს სჭირდება სტაბილურობა და ძლიერი ხელმძღვანელობა ევროკავშირიდან გასვლის […]
“ფეისბუკ მკვლელი” მანქანაში მკვდარი იპოვეს
„ფეისბუკ მკვლელი“ სტივ სტივენსი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც დასავლური მედია იტყობინება, სტივენსმა თავი მოიკლა. კლივლენდის პოლიცია 37 წლის სტივ სტივენსს რამდენიმე დღე ეძებდა, მას შემდეგ, რაც მან ხანდაზმული მამაკაცი მოკლა და მკვლელობის კადრები ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა. ფეისბუკის ადმინისტრაციამ დააზუსტა, რომ მამაკაცმა მართლაც მოახდინა მკვლელობის ვიდეოს გავრცელება, მაგრამ ეს არ მომხდარა ფეისბუკლაივით, ვიდეო მკვლელობის შემდეგ აიტვირთა. […]
ისლამურმა სახელმწიფომ ეგვიპტეში წმინდა ეკატერინეს მონასტერთან პოლიციაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე წმინდა ეკატერინეს მონასტერთან მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. უცნობმა პირებმა წმინდა ეკატერინეს მონასტერთან მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს. შეიარაღებულ პირებსა და პოლიციელებს შორის სროლას ჰქონდა ადგილი. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 9 აპრილს, […]
თურქეთში პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა
თურქეთში პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. საფრენი აპარატის ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. ბორტზე მყოფთა შორის იყვნენ 7 პოლიციელი, 2 მოსამართლე და ეკიპაჟის 3 წევრი. თურქული სააგენტოების ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. ბორტზე მყოფი მოსამართლეები საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ. სამძებრო–სამაშველო სამუშაოებში სამხედროები და მაშველები ჩაერთვნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. pia.ge
მარსელში საფრანგეთის პოლიციამ ტერაქტი აღკვეთა
მარსელში საფრანგეთის პოლიციამ ორი ტერორისტი დააკავა, რომლებიც ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ. ეს ინფორმაცია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მათიას ფეკლმა დაადასტურა. ფეკლის თქმით ტერორისტების დაკავება ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ მოხდა და ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ. მათ შესახებ ცოტა არის ცნობილი. სავარაუდოდ ისინი საფრანგეთში არალეგალური გზით შემოვიდნენ და მათი მიზანი რამდენიმე ტერაქტის განხორციელება იყო. შინაგან საქმეთა მინისტრმა მათიას ფეკლმა […]
ფხენიანი: “ბირთვული ომი შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს”
– ბირთვული ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს, ვინიდან შეერთებული შტატები ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებებს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჩრდილოეთ კორეის გაეროში წარმომადგენლის მოადგილე კიმ ინ რიონმა. დიპლომატის აზრით, აშშ არღვევს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში თავისი არაპროპორციული და უსამართლო პასუხით ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის მოქმედებებზე. მისი თქმით, დონალდ ტრამპი გაგიჟდა, რადგან ჩრდილოეთ კორეასთან ომს […]










