ლისაბონში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ლისაბონში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპაპორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში თვითმფრინავი აფეთქდა და დასახლებულ პუნქტში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და არიან დაშავებულებიც, ამიტომ გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თვითმფრინავი მარსელში მიფრინავდა და მასზე 4 ადამიანი იმყოფებოდა. ოთხივე მათგანი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილი გახდა თვითმფრინავი სუპერმარკეტთან ახლოს ჩამოვარდა დასახლებულ პუნქტში და ერთი ადამიანიც გარდაცვალება უკვე დადასტურებულია.

მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ხოლო თუ რა გახდა თვითმფრინავის აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოსა.