კატეგორია: მსოფლიო

სტამბოლში ისლამური სახელმწიფოს 5 წევრი დააკავეს

თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოს 5 წევრი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათი  სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე მოხდა და 5 დაკავებულიდან ერთ-ერთი ტაჯიკეთის მოქალაქეა. სხვა ინფორმაცია დაკავებულებზე ჯერჯერობით არ ვრცელდება. დაკავებულები პოლიციაში გადაიყვანეს და გამოძიება გრძელდება. ეს 5 ტერორისტი სავარაუდოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართება. დაკავებულებს შესაძლოა სხვა […]

აშშ მზად არის, ჩრდილოეთ კორეას დაარტყას

აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ოფიციალური ფხენიანი ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე ცდას ჩაატარებს. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი NBC აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ტელეარხის ინფორმაციით, ვაშინგტონს პრევენციული დარტყმა ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით შეუძლია. – კორეის ნახევარკუნძულის რეგიონთან ახლოს ორი ამერიკული ხომალდია დისლოცირებული, რომლებიც „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, […]

ავღანეთში ჩამოგდებულ ამერიკულ ბომბს ისლამური სახელმწიფოს 36 მებრძოლი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებული შატტების მიერ ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 36 მებრძოლი დაიღუპა და განადგურდა მათი სამხედრო ბაზა, ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 9.800 კილოგრამიანი არაბირთვული ბომბი, რომელსაც „ყველა ბომბის დედას“ უწოდებენ, გუშინ გვირაბის კომპლექსზე იქნა ჩამოგდებული, რომელიც ისლამური სახელმწიფოს განკარგულებაში იყო პროვინცია ნანგარჰარში. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში არ ავრცელებენ ინფორმაციას მშვიდობიანი […]

სტოლტენბერგი: ნატოში ვიღებთ მონტენეგროს და ვმუშაობთ საქართველოსთან

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამა თუ იმ ქვეყნის, ნატო-ში გაწევრიანების პროცესში. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო-ს კარი ღიაა და მასში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მხოლოდ 28 წევრი სახელმწიფო და თავად ასპირანტი ქვეყანა იღებს. – ნატო განაგრძობს გაფართოებას. ჩვენ მალე გვეყოლება მონტენეგრო 29-ე წევრად. ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან, რომელიც შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს. […]

აშშ–მ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ზემძლავრი არაბირთვული ბომბი გამოიყენა

რამდენიმე საათის წინ შეერთებულმა შტატებმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ზემძლავრი არაბირთვული იარაღი გამოიყენა. ეს ინფორმაცია პენტაგონმა დაადასტურა. _ ბრძოლაში ეს ბომბი პირველად იქნა გამოყენებული, _ განაცხადეს პენტაგონში. ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. ბომბი ჩამოაგდეს რამდენიმე საათის წინ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გვირაბების და გამოქვაბულების გასანადგურებლად, რომლებსაც ისლამური სახელმწიფო იყენებდა. ამერიკული მედია ამ ბომბს უწოდებს ყველაზე დიდ არაბირთვულ […]

ბომბმა სანკტ-პეტერბურგში სტუდენტს ხელი მოწყვიტა

სანკტ პეტერბურგში, ვასილიევსკის კუნძულზე მდებარე ბიბლიოთეკასთან, 17 წლის მოზარდს ხელში ბომბი აუფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ”ფონტანკა” ბიბლიოთეკის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქების შედეგად სანკტ პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტმა მძიმე დაზიანება მიიღო, მას ხელი მოწყდა და სახის ნაწილი დაუზიანდა. დაშავებული მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სტუდენტმა მიწიდან რაღაც საგანი აიღო. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ბესლანის ტერაქტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2.9 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2.9 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2004 წელს ბესლანის სკოლაში ტერაქტის დროს დაშავებულებისთვის. გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა სასამართლოს საიტზე. ამასთანავე რუსეთს დაეკისრა სასამართლო ხარჯების 88 ათასი ევროს გადახდაც. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ტერაქტისას სამაშველო ოპერაციების „გეგმა ჩაშალა“ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი იყო 7 სარჩელი 709 ადამიანისგან. როგორც მოსარჩელეთა ადვოკატი კირილ კოროტეევი აცხადებს […]

ტრამპი: ასადი ყასაბია. მის ბაზას რომ დავარტყით, სწორად მოვიქეცით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალტ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პროსკონფერენციაზე, სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე საუბრისას, პრეზიდენტ ბაშარ ასადს ყასაბი უწოდა. – ის ყასაბია, ყასაბი, – განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა ორი დღის წინ ასადს  “ცხოველი” და “ბოროტი” უწოდა. სირიაზე სარაკეტო იერიშის განხორციელების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე კი ტრამპმა განაცხადა: _ ეჭვიც არ მეპარება, რომ სწორად მოვიქეცით. დონალდ […]

დორტმუნდის აფეთქებაში ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია

გუშინ დორტმუნდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ისლამისტური წრეებიდან ორი ეჭვმიტანილია, ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია. ამის შესახებ გერმანიის პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა. – ორივე ეჭვმიტანილის ბინებში ჩხრეკა ჩატარდა, ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია, – განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, მომხდარის გარემოება იმის საშუალებას იძლევა, რომ მას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს. გუშინ, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ ბორუსიის ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. […]

თურქეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თან ასაფეთქებელი ნივთიერება ქონდა

თურქეთის სასამართლომ რუსეთის მოქალაქის ჯამალალი გაჯიევის დაპატიმრების განკარგულება გასცა, რომელიც ცოტა ხნის წინ თურქეთ-სირიის საზღვარზე დააკავეს. მას თან ქონდა 1.5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, ორი ხელყუმბარა და შაჰიდის ქამარი. გაჯიევი ჩეჩნეთიდანაა, თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით ის თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტს გეგმავდა. 29 წლის რუსეთის მოქალაქე „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების რიგებში 2 წლის წინ გაწევრიანდა. ნიუპოსტი