ამ წუთებში კიევში განგაშისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. მოსახლეობამ ელექტროენერგიის გამორთვასთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილება მიიღო. ადგილობრივებს აფრთხილებენ, მოშორდნენ ფანჯრებს და მთელი ღამის განმავლობაში თავშესაფრებში დარჩნენ. პირველი აფეთქების ხმა კიევში რამდენიმე წუთის წინ გაისმა.
კატეგორია: მსოფლიო
შავ ზღვაში ნაღმი ისევ აღმოაჩინეს
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 მარტს შავ ზღვაში საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს. ნაღმი ქალაქ იგნეადასთან, ბულგარეთის საზღვართან ახლოს იპოვეს. უწყების ცნობით, სპეცდანიშნულების ჯგუფი ადგილზე ნაღმის გასანეიტრალებლად გაგზავნეს. თურქეთმა კიდევ ერთი ნაღმი შავ ზღვაში 26 მარტს გაანეიტრალა. ის ბოსფორის სრუტესთან აღმოაჩინეს.
უკრაინელი დეპუტატი მოწამლეს
უკრაინის სახალხო დეპუტატი რუსტემ უმეროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, კიევში მოწამლეს. პოლიტიკოსი ცოცხალია და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, ამის შესახებ გამოცემა “სააგენტოს” რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ. მედიის ცნობით, მარტში უმეროვმა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დატოვა. გამოცემის წყაროების ცნობით, დეპუტატი კიევში მოწამლეს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უმეროვთან ერთად უბრალო ხალხიც დაზარალდა, მაგრამ ეს არ იყო “ნოვიჩოკით” მოწამვლა. გავრცელებული ცნობით, […]
ოლეგ უსტენკო – “ვუჩივლებთ ყველას, ვინც უკრაინელი ხალხის მკვლელობას აფინანსებდა”
ჩვენ ვუჩივლებთ ყველას, ვინც ჩვენი ხალხის მკვლელობას აფინანსებდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ეკონომიკურმა მრჩეველმა ოლეგ უსტენკომ Sky News-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობს ემბარგო დაუწესა, ევროპული ქვეყნები ჯერ ისევ არ აკეთებენ იმავეს. „მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს ამ ომის გაჩერებას, მაგრამ ამავდროულად, გზავნიან ფულს ამ ომის დასაფინანსებლად. ეს […]
შოლცი – “უკრაინაში შეჭრით პუტინმა იმის საწინააღმდეგო მიიღო, რასაც ელოდა”
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცი განცხადებით, უკრაინაში შეჭრით პუტინმა იმის საპირისპირო მიიღო, რისი მიღებაც სურდა. მისი თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში რუსულ ძალებს მიესალმებოდნენ. ”ფაქტობრივად, მთელი უკრაინა ერთად დადგა”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მისი თქმით, პუტინის ქმედებებმა ასევე გამოიწვია ის, რომ ნატო-მ გააძლიერა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა. იპნ
მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის “რესპუბლიკაში” საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მოაწერა მისმა ე.წ. პრეზიდენტმა არაიიკ არუთუნიანმა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან უპილოტო თვითმფრინავებმა ოთხი დარტყმა მიაყენეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის ქვედანაყოფებს. ამასთან, რუსეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარეს ჯარების გაყვანის შესახებ […]
ბიბილოვმა ე.წ სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში ჯარისკაცები გაგზავნა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსების დასახმარებლად უკრაინაში, კერძოდ, ოკუპირებულ დონბასში ჯარისკაცები გააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ბიბილოვის Telegram-ზე დაყრდნობით ავცელებს. როგორც ბიბილოვი წერს, ჯარისკაცებში დიდი საბრძოლო მუხტია. “მათ შესანიშნავად ესმით, რომ რუსეთის დასაცავად წასვლა, ოსეთის დაცვასაც ნიშნავს, რადგან თუ ფაშიზმს შორეულ საზღვრებზე არ ჩავახშეთ, ხვალ ის ისევ იჩენს თავს აქ, […]
ჯო ბაიდენი – „პუტინი ყასაბია”
დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა. ამერიკის პრეზიდენტმა დღეს ვარშავაში უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა. ვარშავის ეროვნულ სტადიონზე ჟურნალისტებთან ხანმოკლე კითხვა-პასუხისას კი კითხვაზე, რას ფიქრობს ის პუტინზე, ბაიდენი პასუხობს: “ის ყასაბია”. ბაიდენმა გაიხსენა ომთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილებაც და აღნიშნა, რომ მას მუდამ აოცებს „ადამიანის სულის ძალა და სიღრმე.“ […]
პუტინის ქალიშვილი ჰოლანდიელ ქმარს შორდება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უფროსი შვილი, 36 წლის მარია ვორონცოვა ქმარს, ჰოლანდიელ ბიზნესმენ ჟორიტ ფაასენს შორდება. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა. როგორც გამოცემა წერს, ვორონცოვა და მისი მეუღლე სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდიდარი უცხოელებისთვის სამედიცინო ცენტრის გახსნას გეგმავდნენ, მაგრამ შეზღუდვების გამო მათი გეგმები განუხორციელებელი დარჩა. „გეგმა იყო ევროპიდან […]
რუსების გატაცებული სლავუტიჩის მერი გაათავისუფლეს
რუსი სამხედროების მიერ გატაცებული უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მერი, “ხალხის მსახურის” პარტიის წარმომადგენელი იური ფომიჩევი, უკვე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პარტია „ხალხის მსახურის“ ცნობით, სლავუტიჩში უკრაინის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია გრძელდება. “მოქალაქეებმა დიდი სახელმწიფო დროშა გაშალეს. ოკუპანტებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს და ხმოვანი ყუმბარები ისროლეს, მაგრამ აქციაზე ხალხის რაოდენობა მხოლოდ იზრდება”, – იუწყება “ხალხის მსახური”.