რუსეთის დაქირავებული „ვაგნერის” დაჯგუფების მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან – ბრიტანეთი

რუსეთის დაქირავებული „ვაგნერის” დაჯგუფების მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან – ბრიტანეთიდიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” მებრძოლები გადაისროლა და ისინი უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან.

უწყების ცნობით, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო ოპერაციებში სირიიდან და აფრიკიდან “ვაგნერის” 1 000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთვება, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ამის მიზეზი კი რუსული არმიის მიერ განცდილი სერიოზული დანაკარგებია.