რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან რადიკალურად შეამცირებს სამხედრო აქტივობას

რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან რადიკალურად შეამცირებს სამხედრო აქტივობასრუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას შეამცირებს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინმა განაცხადა.

„იმის გამო, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის შესახებ შეთანხმების მომზადების, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ურთიერთნდობის გაზრდისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერაზე შეთანხმების საბოლოო მიზნის მისაღწევად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რადიკალურად, შემცირდეს სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“, – განუცხადა ფომინმა ჟურნალისტებს.

იპნ