იაპონიაში 4 რუსული ხომალდი დააფიქსირეს, რომლებსაც შესაძლოა უკრაინაში ჯარები მიჰყავდეს

იაპონიაში 4 რუსული ხომალდი დააფიქსირეს, რომლებსაც შესაძლოა უკრაინაში ჯარები მიჰყავდესიაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ცუგარუს სრუტეში, ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში 4 რუსული ხომალდი დააფიქსირეს, რომლებსაც შესაძლოა უკრაინაში ჯარები მიჰყავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დაზვერვის საჯარო ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში, რუსეთის მძიმე დანაკარგების გამო მათ შესაძლებელია მოუწიოთ სამხედრო ძალების მაშტაბური მობილიზება.

ცუგარუს სრუტე აკავშირებს იაპონიის ზღვას წყნარ ოკეანესთან და მდებარეობს იაპონიის ორ უდიდეს მთავარ კუნძულს, ჰონშუსა და ჰოკაიდოს შორის.