კატეგორია: მსოფლიო

აშშ ევროპაში დამატებით 500 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ ევროპაში დამატებით 500 ჯარისკაცს გაგზავნის

ამერიკის სამხედრო ძალების 500 ჯარისკაცი ევროპაში გაემგზავრება. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ნატოს მოკავშირეების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, ჯარისკაცებისა და სამხედრო აქტივების ევროპაში განლაგების ბრძანება გასცა. საჰაერო მხარდაჭერის ოპერატიული ცენტრი განლაგდება პოლონეთსა და რუმინეთში. ამჟამად, აშშ-ს დაახლოებით 100 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ევროპის სხვადასხვა ნაწილში განთავსებული. ნიუპოსტი

ბორის ჯონსონი – პუტინის აგრესია უნდა ჩავარდეს

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ. ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჯონსონის თქმით, უკრაინაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა დაიწყო შეთხზული საბაბით. მისი თქმით, პუტინი „კიდევ უფრო იძირება, ომის დანაშაულებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი ძალადობის საშინელ კამპანიაში“. „გასული კვირის […]

იაპონიამ რუს და ბელარუს ოლიგარქებს აქტივები გაუყინა

იაპონიამ რუს და ბელარუს ოლიგარქებს აქტივები გაუყინა

იაპონიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ კიდევ 32 რუს და ბელარუს ჩინოვნიკსა და ოლიგარქს აქტივები გაუყინა. სამინისტროს ინფორმაციით, იაპონია ასევე კრძალავს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღჭურვილობის ექსპორტს რუსეთში. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე იაპონურმა კომპანიამ, „ტოიოტამ“ სანქტ პეტერბურგში მდებარე ქარხანაში წარმოება შეაჩერა. „ნისანი“, „სუბარუ“ და „მიცუბიშ მოტორსი“ ასევე ემზადებიან რუსეთიდან საკუთარი თანამშრომლების გასაყვანად. იპნ

„რუსებმა 1873 წელს აგებული ტაძარი ფერფლად აქციეს“

„რუსებმა 1873 წელს აგებული ტაძარი ფერფლად აქციეს“

უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი ნექტარი მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს: „წმიდა გიორგის ტაძარი გადაგვიწვეს რუსმა ჯარისკაცებმა ბროვარსკის რეგიონში 1873 წელს აგებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ფერფლად აქციეს“.

რუსმა ოკუპანტებმა სუმი დაბომბეს – დაღუპულები არიან ბავშვებიც

რუსმა ოკუპანტებმა სუმი დაბომბეს - დაღუპულები არიან ბავშვებიც

ოკუპანტების მიერ სუმის საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 ბავშვი. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის  პრესსამსახური იტყობინება. საჰაერო იერიში 7 მარტს მოხდა – მტრის თვითმფრინავმა დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე განახორციელა.

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება

რეგიონებში გაზის ტარიფი იზრდება

ორშაბათს, რუსეთმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შესაძლოა დაკეტოს გერმანიისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, თუ დასავლეთი კიდევ უფრო წინ წავა და აკრძალავს რუსულ ნავთობს. ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს “კატასტოფურ შედეგებს” გლობალურ მიწოდებაზე და გააორმაგებს ნავთობის ფასს ბარელზე 300 დოლარამდე. ევროკავშირი გაზის დაახლოებით 40%-ს და ნავთობის 30%-ს რუსეთიდან იღებს და არ ჰყავს მარტივი შემცვლელი, […]

საფრანგეთის საგარეო მინისტრი – უკრაინა გაიმარჯვებს!

საფრანგეთის საგარეო მინისტრი - უკრაინა გაიმარჯვებს!

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა France 5-ის ეთერში განაცხადა. „მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკვე 10 დღეზე მეტია, რაც ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს უკრაინის ისეთი მასშტაბის წინააღმდეგობა, რომელიც ექსპერტებს არც შეეძლოთ რომ წარმოედგინათ“, – განაცხადა მინისტრმა. საფრანგეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ომის […]

„შე­ა­ჩე­რე ომი! ყო­ვე­ლი ახა­ლი დღე ნიშ­ნავს ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიკ­ვდილს“ – ლეონიდ აგუტინი

„შე­ა­ჩე­რე ომი! ყო­ვე­ლი ახა­ლი დღე ნიშ­ნავს ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიკ­ვდილს“ - ლეონიდ აგუტინი

რუსი მომღერლები, ცოლ-ქმა­რი ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი და ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი იმ ვარსკვლავებს შო­რის არი­ან, რომ­ლებ­საც არ შე­ე­შინ­დათ პუ­ტი­ნის სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მის და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი გა­აპ­რო­ტეს­ტეს. „6-დღი­ა­ნი სრუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბა… ში­ში­სა და დაბ­ნე­უ­ლო­ბის 6 დღე… სა­ში­ნე­ლე­ბი­სა და ტრა­გე­დი­ის 6 დღე… ღმერ­თმა იცის, რომ მე ყო­ველ­თვის ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი ვი­ყა­ვი. წარ­სულ­შიც ვი­ყა­ვი, აწ­მყო­ში ვარ და მო­მა­ვალ­შიც ვიქ­ნე­ბი. მე […]

ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო

ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო

ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო. ამ შეხვედრაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განისაზღვროს დანაშაულის აღრიცხვისა და შეფასების შემდგომი ნაბიჯები. უზენაესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრის ფედორ ვენისლავსკის  თქმით, არსებობს რამდენიმე პარალელური პროცესი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინაში რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის დანაშაულების შესაფასებლად: “დღეს, ჩვენ უკვე ვიცით, პირველი ნაბიჯი […]

უკრაინელებმა ოდესასთან რუსული სამხედრო გემი გაანადგურეს

უკრაინელებმა ოდესასთან რუსული სამხედრო გემი გაანადგურეს

უკრაინელმა ძალებმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის პრესცენტრის ხელმძღვანელი, სერგეი ბრატჩუკი ავრცელებს. „ცოტა ხნით ინტრიგა შევინარჩუნეთ, მაგრამ ახლა უკვე შეიძლება ვთქვათ, რუსული გემი განადგურებული, მტერს დანაკარგი აქვს. ჩვენები ყოჩაღები არიან. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას! ჩვენ გავაგრძელებთ მტრის განადგურებას. მინუს ერთი სამხედრო გემი,“ – განაცხადა ბრატჩუკმა. […]