უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი მილა კუნისი და მისი მეუღლე ასევე მსახიობი ეშტონ კაჩერი უკრაინის დასახმარებლად 3 მილიონ დოლარს გაიღებენ. მსახიობებმა უკრაინის მხარდასაჭერი ვიდეომიმართვა ჩაწერეს. ვიდომიმართვაში მილა კუნისი ამბობს, რომ დღეს ისე როგორც არასდროს ის ამაყობს თავისი უკრაინული წარმომავლობით. ვიდეომიმართვა ეშტონ კაჩერის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნდა. მათი მიერ უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე გაღებული თანხის პარალელურად წყვილი ასევე აგროვებს თანხას […]
კატეგორია: მსოფლიო
„გამოგვიგზავნეთ საბრძოლო თვითმფრინავები, თუ ჩვენ აღარ ვიქნებით…“ – ზელენსკი ნატოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან დასავლეთს საბრძოლო თვითმფრინავების გამოგზავნის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „თუ თქვენ არ შეგწევთ ძალა დახუროთ ცა (დააწესოთ აკრძალული ზონა უკრაინის თავზე), მაშინ გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები”, – თქვა მან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, ღმერთმა დაიფაროს, შემდეგი ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი იქნებიან“.
„უკრაინელები საქართველოსთვისაც გაიმარჯვებენ“ – დავით არახამია
უკრაინის რადას ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა, დავით არახამია საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. არახამიას თქმით, უკრაინელები ომში არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის გაიმარჯვებენ. “პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ უკრაინას მხარს ასე მტკიცედ უჭერთ. ქუჩაში გამოხვედით და ვიდეომიმართვები ჩაწერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამიჯერეთ, პატარა ყურადღებაც კი ჩვენი ჯარისკაცისთვის მორალურად ძალიან ბევრს ნიშნავს. […]
აშშ-ში 50 რუს ოლიგარქს მოგზაურობა აეკრძალა
თეთრმა სახლმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ახალი სანქციებს შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკაში 50 რუს ოლიგარქს მოგზაურობა აეკრძალება. როგორც CNN წერს, 50-კაციან სიაში მყოფი ადამიანები მოიაზრებიან პუტინის ახლო მეგობრებად, სანქციები მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. ოლიგარქებს აღარ ექნებათ წვდომა აშშ-ს ფინანსურ სისტემაზე, მათი აქტივები აშშ-ში გაიყინება, უძრავი ქონების სარგებლობას ვეღარ შეძლებენ. სანქციები შეეხება პუტინის უახლოეს […]
ჩერნიგოვში დაბომბილი კორპუსის ნანგრევებიდან 33 ცხედარი ამოიყვანეს
ლატვიის სეიმი უკრაინის ევროკავშირის წევრობას მხარს უჭერს
ლატვიის სეიმმა დაამტკიცა განცხადება, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს. განცხადების თანახმად, უკრაინა იყენებს თავის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიისა და ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევით. დოკუმენტის თანახმად, დეპუტატებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიაჩნიათ, გამოხატონ აშკარა მხარდაჭერა უკრაინის მიზნისთვის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. განცხადება მოუწოდებს […]
კიევში საპატრულოს უფროსი და ჟურნალისტი დაქორწინდნენ
ქორწილი ომში – ჟურნალისტი ანგელინა კორიაკინა კიევის ცენტრში ფრონტის ხაზზე დაქორწინდა. მისი რჩეული კიევის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იური ზოზულიაა. ქორწილი ეროვნული პოლიციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ევგენი ჟუკოვმა დაადასტურა. თაიგული სახლის ორქიდიებისგან გააკეთეს. საქორწინო ბეჭდები სასწაულად იშოვეს, უსასყიდლოდ. პრაიმ ტაიმი
მსოფლიო ბანკი რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამას აჩერებს
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გამო, მსოფლიო ბანკმა რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა შეაჩერა, ამის შესახებ ინფორმაცია ბანკის განცხადებაში აღნიშნული. როგორც მსოფლიო ბანკი აცხადებს, ახალი სესხები ან ინვესტიციები 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია განახორციელა, რუსეთში აღარ დაუმტკიცებია. ბელარუსისთვის სესხების დამტკიცება კი 2020 წლიდან შეწყვიტა, მას […]
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში დაბომბვას, მინიმუმ, 3 მოქალაქე ემსხვერპლა
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსმა სამხედროებმა მრავალსართულიანი კორპუსი და კერძო სახლი დაბომბეს – ქალაქის მერის, ვოლოდომირ მაციონიკის ცნობით, შედეგად, მინიმუმ. სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. “შეტევა დაიწყო, დაახლოებით, 23:59 საათზე მრავალსართულიანი კორპუსისა და კერძო სახლის დაბომბვით. სულ მცირე, კერძო სახლის სამი მშვიდობიანი მცხოვრებელი დაიღუპა”. – აცხადებს მაციონიკი.