კატეგორია: მსოფლიო

გაერო – ომის დაწყებიდან უკრაინაში 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი

გაერო - ომის დაწყებიდან უკრაინაში 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ გასულ ხუთშაბათს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სპიკერმა აღნიშნა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მეტია. მისი თქმით, გარდაცვლილთა უმეტესობა მძიმე არტილერიის დაბომბვის, საჰაერო თავდასხმების და სხვა შეტევების შედეგად დაიღუპა. გაეროს ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია 400-მდე ადამიანი. […]

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხერსონი აიღეს – ქალაქის ცენტრში აფეთქებებია

უკრაინელმა ბოშებმა რუსებს ტანკი მოპარეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხერსონი აიღეს. ქალაქის ცენტრშ აფეთქებების ხმა ისმის. ბოლო ცნობებით, რუსმა სამხედროებმა რკინიგზის სადგური და პორტი დაიკავეს. მთავრობის ადმინისტრაციასთან რუსული სახმედრო ტექნიკა დგას. ქალაქის ქუცებში მძიმე ტექნიკა და ქვეითები გადაადგილდებიან. მოსახლეობა სახლებიდან არ გადის. ქალაქის მერი იგორ კოლიხაევი მწვანე კორიდორის შექმნას ითხოვს.

სამშობლოს დასაცავად უკრაინაში საზღვარგარეთ მყოფი 80 000 უკრაინელი დაბრუნდა – უკრაინის შსს

სამშობლოს დასაცავად უკრაინაში საზღვარგარეთ მყოფი 80 000 უკრაინელი დაბრუნდა - უკრაინის შსს

სამშობლოს დასაცავად უკრაინაში საზღვარგარეთ მყოფი 80 000 უკრაინელი დაბრუნდა, უკრაინული მედიის ცნობით, მათი უმრავლესობა მამაკაცია. უკრაინის შსს აცხადებს, რომ ჩამოსულები მოხალისეთა რიგებში ეწერებიან.

პუტინს წარმოდგენა არა აქვს, რა ელის – ჯო ბაიდენი

ბაიდენი პუტინს პერსონალური სანქციებით დაემუქრა

პუტინს წარმოდგენა არ აქვს, რა ელის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა. „პუტინის ომი წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო. მან არაერთხელ თქვა უარი დიპლომატიური ძალისხმევაზე. მას ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ. ეგონა, რომ ჩვენს გახლეჩას შეძლებდა. პუტინი შეცდა, ჩვენ მზად ვიყავით“, – განაცხადა ბაიდენმა.

უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა

უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი ევროპარლამენტის 676-დან 637-მა წევრმა დაუჭირა. 13-მა უარი თქვა, 26-მა კი თავი შეიკავა. მანამდე კი, დღეს ბრიუსელში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც ევროპელმა დეპუტატებმა ღიად და ხისტად ისაუბრეს რუსულ ოკუპაციასა და უკრაინის მხარდასაჭერად, მტკიცე და ერთიან პოზიციას გამოხატავდნენ. ისტორიული სხდომა კი ზელენსკის ამაღელვებელი მიმართვით დაიწყო, რასაც ოვაციები მოჰყვა. დაამტკიცეთ, რომ […]

ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დიპლომატებმა დარბაზი დატოვეს

ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დიპლომატებმა დარბაზი დატოვეს

ჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. ფრანგული დელეგაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ტოვებს ათობით დიპლომატი დარბაზს მაშინ, როდესაც ლავროვის სიტყვით გამოსვლა იწყება. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას ლავროვმა აღნიშნა, რომ ის სხდომას პიროვნულად ვერ ესწრება „იმ აღმაშფოთებელი ზომების გამო“, რომელიც ევროკავშირმა […]

ლუკაშენკო – “ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ არ იომებს”

ლუკაშენკო - "ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ არ იომებს"

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისი სამხედრო ძალები არ შეუერთდებიან რუსულ ჯარებს, რომლებიც უკრაინაში არიან შეჭრილი. ინფორმაციას BBC ავრცელლებს. ლუკაშენკომ, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და ქვეყნის პრეზიდენტი საიდანაც უკრაიონაში რუსული საბრძოლო ტექნიკის შეღრა მოხდა, ამბობს, რომ ბელარუსის არმია არ იღებს მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში და არც არასდროს მიუღია. “ეს შეგვიძლია ეს ნებისმიერს დავუმტკიცოთ. უფრო მეტიც, რუსეთის ხელმძღვანელობას არასოდეს დაუყენებია […]

რუსეთის ეკონომიკა კოლაფსშია – მილიარდერებმა 83 მილიარდი დაკარგეს

რუსეთის ეკონომიკა კოლაფსშია - მილიარდერებმა 83 მილიარდი დაკარგეს

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა დიდ კოლაფსში აღმოჩნდა. გლობალურმა სანქციებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა, როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე პუტინის ელიტას და ოლიგარქებს. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გააორმაგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხებზე 20% განაკვეთი დაწესდა. რეკორდულად უფასურდება რუბლი. რუსეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 23%-ით დაეცა. ცხადია ეს გავლენას ახდენს რუსეთის მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე. არაერთ ქალაქში […]

ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას დიალოგში ხელი შეუწყოს

ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას დიალოგში ხელი შეუწყოს

ვატიკანი მზად არის ხელი შეუწყოს უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგს ომის დასასრულების მიზნით, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა. მისი თქმით, მიაჩნია, რომ „მოლაპარაკებისთვის ჯერ კიდევ და ყოველთვის არის ადგილი და არასდროს არის გვიან”. „ვატიკანი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და გამოხატავს მზადყოფნას, რუსეთთან დიალოგის ფასილიტატორობისთვის,“- განაცხადა მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა. […]

რუსებმა სუმში ნავთობის საცავი ააფეთქეს

რუსებმა სუმში ნავთობის საცავი ააფეთქეს

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში ნავთობის საცავი ააფეთქეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დმიტრო ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ჟივიცკის ინფორმაციით, რუსული ძალების ტექნიკა სუმის მიმართულებით გადააადგილდება. „მტრის ტექნიკა ყველა მხრიდან მიემართება ქალაქისკენ. არის ქუჩის ბრძოლის საშიშროება! იყავით სახლში უსაფრთხო ადგილას, ფანჯრებისგან მოშორებით“, – მოუწოდა მან მოსახლეობას.