ჰაკერებმა „როსკოსმოსის” სატელიტური მართვის სისტემა გატეხეს

ჰაკერებმა „როსკოსმოსის” სატელიტური მართვის სისტემა გატეხესAnonymous-ის ჰაკერების ჯგუფმა „როსკოსმოსის” სატელიტური მართვის სისტემა გატეხა. ამის შესახებ განცხადება ჰაკერების დაჯგუფებამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აღარ აკონტროლებს საკუთარ ჯაშუშურ თანამგზავრებს.

მანამდე Anonymous-მა რუსეთის მთავარი დეპარტამენტების ოფიციალური ვებგვერდები გატეხა, მათ შორის კრემლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საიტები.